6 ფარული, ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც ვერ ფეხმძიმდებით

1065

ყველას არაერთხელ გვსმენია იმ მიზეზების შესახებ, რომლებიც დაფეხმძიმების შანს საკმაოდ ამცირებს: ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოხმარება წარსულში, მოწევა, ცხოვრების არაჯანსაღი სტილი და ა.შ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა რჩევას გავითვალისწინებთ და მავნე ჩვევებს მოვიშორებთ, დაფეხმძიმების გარანტიას ვერავინ მოგვცემს.

თუ პარტნიორთან ერთად ოჯახში მატებას გეგმავთ, თუმცა დაფეხმძიმებას ვერ ახერხებთ, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს 6 ძირითადი, ფარული ფაქტორი, რომელიც თქვენი უნაყოფობის მიზეზად შეიძლება იქცეს. დღეს “Martivad.com”-ის რედაქცია დეტალურად გიამბობთ ამ 6 ძირითადი ფაქტორის შესახებ.

6. მოიხმართ ზედმეტად დიდი რაოდენობით ტრანს ცხიმებს

ზეთში დაბრაწული საჭმელი, კარტოფილის ჩიფსები, პიცა, დონატები – ტრანს ცხიმებით გაჯერებული ასეთი პროდუქტების ხშირ მოხმარებას უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ნაყოფიერებაზე, ანუ ოვულაციის პერიოდზე. ჯანსაღი ნახშირწყლების მიღების ნაცვლად, როდესაც ჩვენს კვების რაციონში მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ასეთ პროდუქტებს უჭირავს, ოვულაციური დარღვევების განვითარების რისკი 73%-მდე იზრდება. სწორედ ამიტომ, თუ თქვენი მიზანი დაფეხმძიმებაა, სასწრაფოდ გამორიცხეთ მავნე პროდუქტები კვების რაციონიდან და მიირთვით რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ახალი ხილი და ბოსტნეული.

5. ვარჯიშობთ გადაჭარბებულად

რა თქმა უნდა, ვარჯიში ძალიან სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის, თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ზომიერების დაცვა, როდესაც საქმე განაყოფიერებას ეხება. საკუთარი თავის გადაჭარბებულად დატვირთვა არღვევს ენერგიის ბალანსს ჩვენს სხეულში და უარყოფითი გავლენა აქვს რეპროდუქციულ ციკლზე. არაერთი კვლევით დამტკიცებულია, რომ ყოველდღიურმა ინტენსიურმა ვარჯიშებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენი დაფეხმძიმების უნარზე.

4. თქვენი სხეულის მასის ინდექსი ზედმეტად დაბალია

თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი ნორმაზე დაბალია, საკვერცხეების დისფუნქციისა და უნაყოფობის განვითარების საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ დგახართ. სხეულის მასის ინდექსის დაბალმა მაჩვენებელმა შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობაც კი.

3. თქვენი პარტნიორი სტესს განიცდის

არაერთი კვლევით დადასტურებულია, რომ მამაკაცში მისი ნაყოფიერების უნარი პირდაპირ არის დამოკიდებული მის ემოციურ მდგომარეობაზე. თუ თქვენი პარტნიორი განიცდის სტრესს, აქვს პრობლემები პირად ცხოვრებაში, სამსახურში ან სულაც ოჯახში, სწორედ ეს შეიძლება იყოს უნაყოფობის მიზეზი.

2. იყენებთ არასწორ საპოხს

თუ დაფეხმძიმების შანსის გაზრდა გსურთ, ფრთხილად შეარჩიეთ საპოხი თქვენთვის. არსებობს ისეთი საპოხები, რომელთაც მართლაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენი ნაყოფიერების უნარზე. ასეთი საპოხების უმრავლესობის pH მაჩვენებელია მიახლოებით 7.2-8.0. გარდა ამისა, ისინი შეიცავს მაგნიუმის იონებსა და კალციუმს, რაც იმიტირებს სხეულის ბუნებრივ სითხეებს. თუ საპოხის გამოყენებას გადაწყვეტთ, არჩევანი თქვენს ექიმს მიანდეთ, რომელიც ამ საკითხში ნამდვილად გამოცდილია და არჩევანს სწორ პროდუქტზე შეგაჩერებინებთ.

1. ვერ თვლით სწორად შესაბამის დღეს

ნაყოფიერების ცხრილში საკმაოდ ხშირია შეცდომები, როდესაც საქმე არარეგულარულ მენსტრუაციულ ციკლთან გვაქვს. თუ გსურთ, სწორად განსაზღვროთ ის დღე, როდესაც დაფეხმძიმების შანსი ყველაზე მაღალია, დახმარებისთვის ექიმს მიმართეთ, ან გადმოწერეთ სპეციალური პროგრამა თქვენს სმარტფონში, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ყველაფერს. ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა “Flo Period Tracker”.

თუ დაფეხმძიმება გსურთ, თუმცა ვერ ახერხებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!