კეფირითა და მანანით მომზადებული შავ-თეთრი საოცრება

8161

შემოგთავაზებთ მარტივად მოსამზადებელი ძალიან გემრიელი, ფუმფულა და ჰაეროვანი ნამცხვრის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მანანის ბურღული 1 ჩ. ჭ.
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • კეფირი 2 ჩ. ჭ.
  • ზეთი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • კაკაო 2 ს. კ.
  • ფქვილი 2 ს. კ.

მომზადების წესი:

1. შაქარი, კეფირი და მანანი ათქვიფეთ და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ დაამატეთ ზეთი, გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. მზა ცომი გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ 2 ს. კ. კაკაო, ხოლო მეორეს_2 ს. კ. ფქვილი.

3. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და დაასხით ჯერ ერთი კოვზი თეთრი ცომი, შემდეგ_ ერთი კოვზი კაკაოს ცომი და ასე მონაცვლეობით გაანაწილეთ ამოწურვამდე.

4. შემდეგ ცომს კბილის ჩხირით აურიეთ და მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა.

5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35-40 წუთი.

6. ძალიან გემრიელი, ლამაზი, ფუმფულა და ჰაეროვანი ნამცხვარი ძალიან უხდება ჩაის.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!