როგორ მოვიპოვოთ სასურველი ფიგურა და მოვიშოროთ კილოგრამობით მავნე ნარჩენი სელის ზეთით

1780

სელის თესლის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ ჩვენ არაერთხელ გვსაუბრია. ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით მდიდარ ამ პროდუქტს.

არანაკლებ სასარგებლოა სელის თესლისაგან მომზადებული ზეთი, რომელიც ძირფესვიანად წმენდს ჩვენს სხეულს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან და სტიმულირებს წონის კლების პროცესს.

სხეულის სასურველი ფორმების მოსაპოვებლად, პირველი, რაც უნდა მოვიმოქმედოთ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაწმენდაა, რის ხარჯზეც დაჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, მოწესრიგდება კუჭისა და ნაწლავების მუშაობა, სხეულიდან გამოიდევნება კილოგრამობით მავნე ნარჩენი და ა.შ.

ახლა კი გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ხელმისაწვდომი პროდუქტი ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმებისგან გასათავისუფლებლად. გარდა ფიგურის კორექციისა, სხეულის გაწმენდის ხარჯზე გაიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობასაც.

სელის თესლი მოხდენილი ფიგურისთვის

დაიწყეთ სელის ზეთის მიღება 1 ჩაის კოვზის ოდენობით ყოველ დილას, საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე. ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოუმატეთ ულუფას და გაზარდეთ ის 1 სუფრის კოვზამდე.

უფრო სწრაფი შედეგისათვის, შეგიძლიათ ვახშმობის შემდეგ, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მიირთვათ კიდევ 1 ჩაის კოვზი სელის ზეთი.

იცოდეთ, რომ ამ საშუალებისათვის მსუბუქი საფაღარათო ეფექტია დამახასიათებელი, რის გამოც მისი მიღებიდან მომდევნო 1-2 საათის განმავლობაში სახლიდან გასვლა არ არის რეკომენდებული.

გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი ადამიანის ნაწლავებში კილოგრამობით მავნე ნარჩენი შეიძლება დაგროვდეს, რის გამოც რეგულარულად უნდა ვიზრუნოთ მათ გაწმენდაზე.