შვრიის ეს უძველესი ელექსირი ყველაზე მძიმე ავადმყოფსაც კი ფეხზე წამოაყენებს

8574

მთელი ბავშვობა ბებია საკმაოდ ხშირად შვრიის ფაფას მიმზადებდა და მის მირთმევას მაიძულებდა, თანაც მეუბნეოდა: “ჭამე, რათა დიდი, ძლიერი და ჯანმრთელი გაიზარდო”. მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემთვის ფაფის მირთევა საიმოვნებასთან არასდროს ასოცირდებოდა, ბებიას ვუჯერებდი და თეფშს ყოველთვის ბოლომდე ვასუფთავებდი.

ნებისმიერი ექიმი დაგიდასტურებთ, რომ შვრიის ფაფა მართლაც ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე. შვრიის კერძებს საკმაოდ ხშირად უნიშნავენ პაციენტებს ძალების აღსადგენად და გამოჯანსაღების პროცესის დასაჩქარებლად.

არსებობს ერთი უძველესი რეცეპტი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროთ. ეს სწორედ ის საშუალებაა, რომელსაც მეომრებს ბრძოლის წინ ენერგიისა და ძალების მოსაკრეფად ასმევდნენ, ფეხმძიმე ქალბატონებს მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ აძლევდნენ, რათა ნაყოფი კარგად განვითარებულიყო, ხოლო დედას შვილის გამოსაკვებად ბევრი რძე ჰქონოდა. ამავე საშუალებით ყველაზე მძიმე ავადმყოფებსაც კი მკურნალობდნენ და ლოგინად ჩავარდნილებს ფეხზე აყენებდნენ.

სამკურნალო ელექსირის დასამზადებლად თქვენ უნდა შეიძინოთ შვრიის მთელი მარცვლები და არა ფანტელები. მთელი მარცვლები შეგიძლიათ მოიძიოთ სუპერმარკეტებში და ბაზარში.

რეცეპტი

  1. ჩაყარეთ ქვაბში 1 სუფრის კოვზი შვრიის მთელი მარცვლები, დაასხით 5 ჩაის ჭიქა წყალი, ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და დადგით დაბალ ცეცხლზე 1 საათით. თქვენ მიიღებთ ბლანტი კონსისტენციის მქონე კისელს, დაახლოებით 2 ჩაის ჭიქას.
  2. შვრიის მარცვლების ხარშვის შედეგად მიღებული კისელი უნდა გადაწუროთ და დარჩენილ სითხეს დაუმატოთ 2 ჭიქა ნატურალური რძე. როდესაც ვამბობთ ნატურალურს, ვგულისხმობთ სოფლის რძეს და არა მაღაზიაში შეძენილ პროდუქტს.
  3. შვრიის ნახარშისა და რძის ნარევი მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად გააგრილეთ.
  4. გაგრილებულ მასაში ჩაამატეთ 4 ჩაის კოვზი თაფლი და გადაურიეთ.
  5. მიღებული საშუალება მიირთვით მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით.

ნახარში, რომელსაც ინგრედიენტების ამ რაოდენობისგან მიიღებთ, გათვლილია 1 დღეზე. ყოველდღდე თქვენ უნდა მოამზადოთ ეს საშუალება თავიდან. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენი დღის განმავლობაში მიიღებთ ამ საშუალებას.

საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ მას 1 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთმევთ, შემდეგ კი 10 დღიან შესვენებას აიღებთ.

ეს საშუალება სასარგებლოდ აისახება აბსოლუტურად ყველა შინაგან ორგანოსა და სისტემის მუშაობაზე. მისი დახმარებით თქვენ გაიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობას, მოიკრეფთ ძალებს, აღიდგენთ იმუნურ სისტემას და ა.შ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. არ დაგავიწყდეთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს!