ასაკის მატებასთან ერთად ნაოჭების გაჩენა და გაღრმავება თვალების გარშემო გარდაუვალია. მართალია, სიბერეს და მისთვის თანმხლებ ბუნებრივ მოვლენებს ვერსად გავექცევით, თუმცა დაბერების პროცესის შენელება და შეფერხება სავსებით შესაძლებელია ნატურალური საშუალებების დახმარებით.
ქაფურის ზეთი – ხელმისაწვდომი საშუალება, რომლისთვისაც ანტისეპტიკური თვისებებია დამახასიათებელი. მისი დახმარებით მარტივად მოიხსნით აგილობრივ გაღიზიანებას, თავიდან აირიდებთ ალერგიულ რეაქციებს, გააუმჯობესებთ სისხლის მიდინებას შესაბამის ქსოვილებში და გაიგლუვებთ ნაოჭებს.
დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ქაფირს ბაზაზე მომზადებულ მალამოს, რომელიც გაგათვისუფლებთ კანის კოსმეტიკური დეფექტებისგან.
მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:
- გაადნეთ 50 მლ ღორის ქონი წყლის აბაზანაზე (ნატურალური, დაუმარილებელი).
- დაამატეთ მას 50 მლ კაფურის ზეთი და კარგად მოურიეთ.
- მიღებული ნარევი გადაიტანეთ მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
წაისვით ის თხელ ფენად თვალების გარშემო (რამდენიმე წუთის განმავლობაში იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით) დაძინების წინ და დაიტოვეთ მთელი ღამით. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს.
ამ საშუალების ეფექტურობა მე და ჩემს ძალიან ბევრ მეგობარს საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი. გამოიყენეთ ის და პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს!