მას მარადიული ახალგაზრდობის მცენარეს უწოდებენ. დღეში 1 ფინჯანი ჩაი და ჯანმრთელობის პრობლემები წარსულში დარჩება

11456

ეს მცენარე უკვე მრავალი საუკუნეა გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად.

საუბარია ჭინჭარზე, რომელიც წარმოადგენს საკმაოდ ბევრი მოქმედი ხალხური რეცეპტის ერთ-ერთ უმთავრეს ინგრედიენტს. ყველაზე ხშირად მას ისეთი რესპირატორული პრობლემების სამკურნალოდ იყენებდნენ, როგორიცაა:

  • პნევმონია;
  • ყელის ტკივილი;
  • ასთმა;
  • ალერგია.

გარდა რესპირატორული დაავადებების განკურნებისგა, ჭინჭარი ეფექტურად ებრძვის პროსტატის ჯირკვლის ჰიპერპლაზიას. მამაკაცებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ეს მცენარე წმენდს, აჯანსაღებს წინამდებარე ჯირკვალს და თავიდან გვარიდებს ამ ორგანოს კიბოს განვითარებას.

ჭინჭარი შესანიშნავია:

– კანისთვის

ჭინჭარს ახასიათებს ანტიბაქტერიული, მკვებავი, გამწმენდი და მასტიმულირებელი თვისებები, რის გამოც ის არაჩვეულებრივია ჩვენი კანისთვის.

მოცემული მცენარე სტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებასაც, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი კანის ჯანმრთელობისთვის. გარდა ჭინჭრის ჩაის რეგულარულად მირთმევისა, შეგიძლიათ გაგრილებულ სითხით სახის დაბანა, ან მასში ბამბის დისკის დასველება და კანის მსუბუქი წრიული მოძრაობებით დამუშავება. თუ ყოველდღიურად 1 ფნინჯან ჭინჭრის ჩაის 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად მიირთმევთ, შეძლებთ კანის მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებას.

– თირკმელებისთვის

გამომდინარე იქიდან, რომ ჭინჭარი საკმაოდ ძლიერი შარდმდენი საშუალებაა, მისი დახმარებით თირკმელების დეტქოსიკაცია, გაწმენდაა შესაძლებელი, თუმცა აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ ზომიერება და სიფთხილე. საკმაოდ ხშირად პაციენტები ყოველდღიურად 1 ფინჯან ჭინჭრის ჩაის თირკმელებში კენჭების ფორმირების პროფილაქტიკისთვის სვამენ.

– თმისთვის

კვირაში ორჯერ ჭინჭრის გაგრილებული ჩაით თმისა და თავის კანის მსუბუქად დამუშავება მოგაშორებთ ქერტლს, გაგიძლიერებთ თმის ძირებს და მიანიჭებს მას დამატებით ბზინვარებას.

– სისხლის მიმოქცევითვის

რეგულარულად ჭინჭრის ჩაის მირთმევით თქვენ შეძლებთ ქოლესტერინის დონის დარეგულირებას, რადგან ეს მცენარე მდიდარია ქლოროფილით, რომელიც სტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.

– დიაბეტიკებისთვის

ქოლესტერინის დონის დარეგულირებასთან ერთად, ჭინჭარი ამცირებს შაქრის დონეს სისხხლში. გარდა ამისა, ეს უნიკალური მცენარე ანადგურებს ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ანემიას, ქრონიკულ დაღლილობას, უძილობასა და სტრესს.

როგორ მოვამზადოთ ჭინჭრის ჩაი? 

დაგჭირდებათ: 

  • 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის გამომშრალი ფოთლები
  • 1 ლიტრი გაფილტრული წყალი

მომზადებისა და მიღების წესი: 

  1. მიიყვანეთ წყალი დუღილამდე, ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი გამომშრალი ჭინჭარი, გადმოდგით ცეცხლიდან და ჭურჭელს დააფარეთ თავსახური.
  2. დააყოვნეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადაწურეთ ჭიქაში.
  3. დღეში ერთი ან ორი ფინჯანი ჭინჭრის ჩაი სავსებით საკმარისი იქნება ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და სტატიაში ჩამოთვლილი პრობლემების წინააღმედ საბრძოლველად.
  4. დღეში 3 ფინჯანზე მეტი ჭინჭრის ჩაის მირთმევა აკრძალულია.
  5. თუ თქვენ დიაბეტი გაწუხებთ ან ალერგიული ხართ მეფუტკრეობის პროდუქტებზე, ჭინჭრის ჩაიში თაფლის ნაცვლად სტევია ჩაამატეთ. გემოს გაუმჯობესების მიზნით, შეგიძლიათ პიტნის რამდენიმე ფოთლისა და ლიმონის პატარა ნაჭრის დამატებაც.

თუ გამოგიყენებიან ჭინჭარი სამკურნალო მიზნით? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს!