როგორ მოვამზადოთ ნივრიანი ზეთი, რომელიც ყურის ინფექციასა და ტკივილს სწრაფად განკურნავს

909

ყურის ტკივილსა და ინფექციებს მარტივად უმკლავდება ნივრიანი ზეთი, რომლის მომზადებასა და გამოყენებას დღევანდელ სტატიაში გასწავლით.

თუ ამ საშუალების გამოყენებას გადაწყვეტთ, აუცილებლად შეაჩერეთ არჩევანი მაღალხარისხიან ნიორზე და არა ფალსიფიცირებულ პროდუქტზე. ნივრიანი ზეთი არა მხოლოდ ახშობს ყურში მიმდინარე ანთებას და ანადგურებს ინფექციას, არამედ ძალიან გვეხმარება აკნეს, ჰერპესისა და თმის ცვენის მკურნალობაში.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ ნივრიანი ზეთი

დაგჭირდებათ:

  • რამდენიმე კბილი ნიორი
  • ზეითუნის ზეთი

ინსტრუქცია:

  1. მინის პატარა ქილაში ჩაყარეთ ძალიან წვრილად დაქუცმაცებული, დაკეპილი ნიორი.
  2. დაუმატეთ იმ რაოდენობით ზეითუნის ზეთი, რომ ნივრის ფაფა ბოლომდე დაიფაროს.
  3. ქილას დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ეს საშუალება მზიან ადგილას (ფანჯრის რაფაზე) დაახლოებით 48 საათით.
  4. დაყოვნებული მასა რამდენჯერმე გადაწურეთ დოლბანდის ან მარლის გამოყენებით.
  5. შეინახეთ ის სიცივეში.

თუ ყურის ინფექციამ ან ტკივილმა შეგაწუხათ, პიპეტის გამოყენებით ჩაიწვეთეთ ეს საშუალება 2-3 წვეთის ოდენობით მტკივან ყურში. თავი გადაწიეთ გვერდულად ისე, რომ ყური, რომელიც გტკივათ, მაღლა მოექცეს. შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში 5-10 წუთით. ჩაიატარეს ეს პროცედურა დღეში 3-ჯერ ყურის ინფექციის სრულ განკურნებამდე.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!