ხრაშუნა ცომი და უგემრიელესი, წვნიანი შიგთავსი. არომატული ღვეზელი, რომელიც ჩემს ოჯახში დიდი პოპულარობით სარგებლობს

13015

შემოგთავაზებთ ძალიან გემრიელი, ნაზი, რბილი და ამავე დროს ხრაშუნა ცომის რეცეპტს. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბოსტო, სოკო, ყველი, ბრინჯი, ტარხუნა, ხორცი, კარტოფილი. შეაზავეთ თქვენი გემოვნების მიხედვით და მოამზადეთ გემრიელი ღვეზელი.

ამჯერად, გთავაზობთ კომბოსტოს შიგთავსით მომზადებული ღვეზლის რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კეფირი 500 მლ
  • მარგანინი ან კარაქი 250 გრ
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • სოდა ნახევარი ჩ. კ.
  • ფქვილი 700-800 გრ

ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი კვერცხის გული
  • არაჟანი 1 ს. კ.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზეთი 4 ს. კ.
  • კომბოსტო 1 საშუალო თავი
  • ხახვი 1 თავი
  • სტაფილო 1 ცალი
  • კამა პატარა კონა
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

ცომის მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ურევთ თხევად ინგრედიენტებს: კეფირს, ზეთს კვერცხს. შემდეგ ამატებთ სოდას, მარილს, ცოტა-ცოტა ფქვილს და ზელთ ცომს. ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური. შიგთავსის მომზადებამდე ცომს გადააფარეთ ტილო და დაასვენეთ.

2. ამზადებთ კომბოსტოს უმარტივეს, კლასიკურ, მაგრამ გემრიელ შიგთავსს. გახეხეთ კომბოსტო და სტაფილო. წვრილად დაჭერით ხახვი.

3. ზეთში მოთუშეთ ხახვი და სტაფილო, დაამატეთ კომბოსტო.  დაახურეთ ხუფი და თუშეთ კმბოსტოს მომზადებამდე. შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით. ბოლოს დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა ან თქვენითვის სასურველი მწვანილი.

4. ცომი გაყავით ორ არათანაბარ ნაწილად. ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. ცომის დიდი ნაწილი გააბრტყელეთ (ცომის ფენა საცხობ ფორმაზე დიდი უნდა იყოს) და გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. ცომზე თანაბრად გაანაწილეთ გაგრილებული შიგთავსი. შიგთავსზე ამოიტანეთ ფენის ზედმეტი ნაწილი. შემდეგ გააბრტყელეთ ცომის მეორე ნაწილი, ზემოდან დაადეთ შიგთავსს და ცომის ფენების კიდეები შეაერთეთ.

5. ცომის ზედა ფენაზე მრგვალად ამოჭერით პატარა ნაწილი, ცხელი ჰაერის გამოსასვლელად. კვერცხის გული და არაჟანი ათქვიფეთ და სილიკონის ფუნჯით წაუსვით ღვეზელს.

6. ღუმელი გააცხელთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი.

ოქროსფრად დაბრაწული არომატული ღვეზელი მზად არის. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!

არ დაგავიწყდეთ ამ რეცეპტის გაზიარება მეგობრებისთვისაც!