ფხვიერი ცომის ყველაზე მარტივი რეცეპტი. ასე საყვარელი ორცხობილები კიდევ უფრო გემრიელია

1980

ფხვიერი ცომის ეს ჯადოსნური რეცეპტი ჩემთვის მართლაც აღმოჩენაა! ახლა საყვარელი ორცხობილები კიდევ უფრო არომატული და გემრიელია.

რატომ არის ეს რეცეპტი ჯადოსნური? ასე საუკეთესო ფხვიერი ცომის მომზადებას ზუსტად 3 წუთში შეძლებთ, თანაც მხოლოდ ერთი კოვზისა და ერთი ჭურჭლის გამოყენებით. სუფთა სამზარეულო და სუფთა ხელები – მიმზიდველად ჟღერს, არა?

გარდა ამისა, არ არის აუცილებელი მომზადებული ცომის პირდაპირ ღუმელში მოთავსება – თქვენ შეგიძლიათ გაყინოთ ის და გამოიყენოთ მაშინ, როდესაც დაგჭირდებათ. გაყინული ცომი მომზადებამდე ოთახის ტემპერატურაზე სულ რაღაც 5 წუთით უნდა დააყოვნოთ.

ფხვიერი ცომის ყველაზე მარტივი რეცეპტი

ინგრედიენტები: 

  • 100 გრამი კარაქი
  • 150 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 50 გრამი შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი

ინსტრუქცია: 

1. დარბილებულ კარაქს (არა გამდნარს) დაუმატეთ შაქარი, მარილი და კარგად აზილეთ.

2. დაუმატეთ ხორბლის ფქვილი და შეუდექით ცომის ამოყვანას.

3. მზა ცომი აუცილებლად დააყოვნეთ სიცივეში 30 წუთით.

ამ რეცეპტით ნებისმიერი დესერტი უგემრიელესი გამოგივათ. ჩაინიშნეთ ის და უცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!