თუ თქვენი ორქიდეა უსიცოცხლოდ გამოიყურება, ცადეთ ნატურალური სასუქი, რომელსაც მარტივად მოამზადებთ საკუთარი ხელით

2175

შემოგთავაზებთ ბუნებრივი სასუქის რეცეპტს. სასუქი ხელს უწყობს ორქიდეას სრულყოფილად ზრდასა და განვითარებას.

ბუნებრივი სასუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი. კარტოფილი არ უნდა იყოს მიწიანი. გათალეთ და ნათლებს დაასხით 1 ლ წყალი. საშუალო ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და ნახარში  გააგრილეთ.

კარტოფილის კანი მდიდარია კალიუმით, რკინით, კალციუმითა და B ჯგუფის ვიტამინებით. დაგჭირდებათ ორქიდეას ქოთანზე დიდი ზომის თასი.

თასში ჩაასხით ბუნებრივი სასუქი და ორქიდეას ქოთანი ჩადეთ კარტოფილის ნახარშში. ნახარში უნდა ფარავდეს ქოთნის 2/3-ს.  გააჩერეთ 20 წუთი. ბამბის ტამპონი გააჯერეთ კარტოფილის ნათლების ნახარშით, გაწურეთ და ორქიდეას გაუწმინდეთ ფოთლები.

ამ მეთოდით ორქიდეა მორწყეთ თვეში ერთხელ.

ერთი თვის შემდეგ შეამჩნევთ ცვლილებას: ფესვები აქტიურად გაიზრდება, მცენარე გაგახარებთ საოცარი ყვავილით. თუ უკვე ყვავილობს სასუქი გაახანგრძლივებს ყვავილობას.

როგორ უვლით ორქიდეებს თქვენ? აუცილებლად მოგვიყევით თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ.