კარაქი – პროდუქტი, რომელიც დაუბრუნებს თქვენს კანს ახალგაზრდობასა და სიმტკიცეს. თუ სახის კანი გამოგიშრათ და გაგიჩნდათ ნაოჭები, აუცილებლად ცადეთ ნიღაბი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ. ის ძირფესვიანად გამოკვებავს და დაატენიანებს კანის საფარს, რაც საკუთარი თავის ვიზუალურად რამდენიმე წლით გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ.
კარაქი სახის კანისთვის
კარაქისა და მანის ბურღულის კომბინაციას აქვს საოცრად დადებითი გავლენა ჩვენს კანზე. მანი სახამებლით, მცენარეული ცილებითა და უჯრედისით მდიდარი პროდუქტია, რომელიც არაჩვეულებრივად კვებავს ჩვენს კანს. უკვე პირველივე პროცედურის შემდეგ საოცარ ცვლილებებს აუცილებლად იგრძნობთ! თუ პირველი 7 დღის განამვლობაში ამ ნიღაბს ყოველდღიურად გამოიყენებეთ, ნაოჭები ზომაში საგრძნობლად შემცირდება, კანის ტონი გათანაბრდება და ის დაიბრუნებს სიმტკიცეს.
7 დღიანი ყოველდღიური პროცედურების შემდეგ დაიწყეთ ამ ნიღბის გამოყენება კვირაში მხოლოდ ერთხელ ან 2-ჯერ.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ. კარაქი
- 0,5 ჩ.კ. მანის ბურღული
ინსტრუქცია:
- შეაჩერეთ არჩევანი მაღალი ხარისხის კარაქზე, რომლის ცხიმიანობაც შეადგენს მინიმუმ 80%-ს.
- გაადნეთ კარაქი წყლის აბაზანაზე და დაუმატეთ მას მანის ბურღული.
- კარგად გადაურიეთ.
- სანამ მასა ჯერ კიდევ თბილია, წაისვით ის კარგად გაწმენდილ სახის კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით.
- პროცედურა უნდა ჩაიტაროთ სწრაფად, რადგან მანის ბურღული მომენტალურად იწოვს ტენს და ფუვდება.
- 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყალით.
ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ კარაქი შეიცავს რეტინოლს – ნივთიერება, რომელიც სტიმულირებს კოლაგენის ნაწილაკების გამომუშავებას. ეს პროდუქტი ათანაბრებს კანის ტონს, უბრუნებს მას სიმტკიცეს და ატენიანებს ძირფესვიანად.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კარაქში საკმაოდ მაღალია რიბოფლავანის შემცველობა – ის ხელს უწყობს ჟანგბადს უჯრედებში ღრმად შეღწევაში და აჩქარებს მათი აღდგენა-რეგენერაციის პროცესს. ფოლიუმის მჟავა – ჩვენი კანისათვის საოცრად სასარგებლო კიდევ ერთი ნივთიერება, რომელსაც შეიცავს კარაქი.
მოკლედ რომ ვთქვათ, კარაქისა და მანის ბურღულის კომბინაციას აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს კანზე. ეს ის ნიღაბია, რომელიც მინიმალურ ვადაში ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის, ძირფესვიანად დაგიტენიანებთ და გამოგიკვებავთ კანს, გაათანაბრებს მის ტონს და დაუბრუნებს სიმტკიცეს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!