კამის თესლის სამკურნალო პოტენციალი ძალიან დიდია. მთავარია, ისწავლოთ მისი სწორად მოხმარება

3663

არტერიაული წნევის დარეგულირება, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა, შაკიკის დამარცხება, კენჭების ფორმირების თავიდან არიდება – მცირე ჩამონათვალი იმ უპირატესობებისა, რომელთაც კამის თესლის რეგულარული მოხმარებით მიიღებთ.

ძალიან ეფექტურია მოცემული პროდუქტი თირკმელების დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც. ამ უმნიშვნელოვანესი წყვილი ორგანოს გასაჯანსაღებლად, მოამზადეთ და მიიღეთ შემდეგი ნაყენი: ერთ სუფრის კოვზ კამის დაფქულ თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 10-15 წუთით და შემდეგ გადაწურეთ ახალ ჭურჭელში. მზა ნახარში მიირთვით ერთი სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 4-ჯერ.

სტენოკარდიის პროფილაქტიკისათვის, 1 ჩაის კოვზ კამის დაფქულ თესლს უნდა დავასხათ 300 მლ მდუღარე წყალი და დავაყოვნოთ ნარევი 1 საათით. დაყოვნებული მასა გადაწურეთ ახალ ჭურჭელში და მიირთვით ის ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით დღეში 3-ჯერ.

ცისტიტისა და ბრონქალური ასთმის შეტევის დროს რეკომენდებულია შემდეგი ნაყენის მიღება: 2 სუფრის კოვზ კამის თესლს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 30 წუთით და შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით მზა ნაყენი 100 მილილიტრის ოდენობით დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ.

ყველაზე დიდი პოპულარობით ხალხურ მედიცინაში სარგებლობს შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით მომზადებული კამის ნახარში: 1 სუფრის კოვზ თესლს უნდა დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყოვნოთ 15-20 წუთით და შემდეგ გადავწუროთ. გადაწურულ ნახარშში ვამატებთ ნატურალურ თაფლს ერთი ჩაის კოვზის ან სუფრის კოვზის ოდენობით და კარგად ვურევთ. მზა სასმელი უნდა მიირთვათ ერთი სუფრის კოვზის ოდენობით დღეში საშუალოდ 4-ჯერ. მოცემული სასმელისათვის დამახასიათებელია შარდმდენი ეფექტი. ის არაჩვეულებრივია სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროსაც. კამის თესლის ამ ნახარშის რეგულარულად მირთმევის შედეგად, ძლიერდება ჩვენი ნერვული სისტემა, მცირდება სისხლის წნევა, გვირეგულირდება ძილის რეჟიმი და ა.შ.

ფილტვების ტუბერკულოზის დროს რეკომენდაციას უწევენ შემდეგი ნახარშის მიღებას: კარგად გააცხელეთ ნახევარი ჭიქა რძე და დაუმატეთ მას დაახლოებით ერთი მწიკვი კამის დასრესილი თესლი. მზა სასმელი მიირთვით გრილ მდგომარეობაში.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია კამის თესლი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!