ხავერდოვანი კანი ლაქებისა და ნაწიბურების გარეშე. გაიწმინდეთ სახე კეფირით ყოველ საღამოს

614

თუ გსურთ, გქონდეთ გლუვი, რბილი და ბარხატისებური კანი რეგულარულად უნდა იზრუნოთ კანზე და გაანებივროთ ის საცხებით, ნიღბებითა და კანის მოვლის სხვა საშუალებებით. გაითვალისწინეთ, ყოველთვის არ არის საჭირო ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური საშუალებების გამოყენება.  ზოგჯერ ჩვეულებრივ პროდუქტებს უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, მაგალითად, უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით მდიდარი კეფირი შეუცვლელია კანისთვის.

კეფირი შეესაბამება ნებისმიერი ტიპის კანს, საუკეთესოა ასაკობრივი პიგმენტაციის საწინააღმდეგოდ, ათანაბრებს კანის ტონს, აღადგენს, ღრმად ატენიანებს, მატებს ტონუსს, აახლებს ეპიდერმისის ზედა ფენას, აქტიურად ებრძვის უჯრედების დაბერებას, ამცირებს ნაოჭებს. საუკეთესოა ცხიმიანი კანისთვის, არეგულირებს ცხიმოვან ბალანსს და ზრდის კანის დამცავ ფენას.

უბრალოდ გჭირდებათ 3 %-იანი ცხიმიანობის კეფირი. დაიტანეთ კეფირი  ბამბის ფირფიტაზე და წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ ცივი წყლით და წაისვით მკვებავი საცხი.

კეფირის ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ ყოველდღე.