ნაადრევი სიბერის თავიდან არიდება მხოლოდ ასეა შესაძლებელი. მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები გვირჩევენ

4305

1972 წლის 13 თებერვალს მიშელ სიფრი ტეხასში მდებარე ერთ-ერთ გამოქვაბულს მიადგა და 6 თვით განმარტოება გადაწყვიტა. გამოქვაბულში მიშელმა თან მხოლოდ ერთი ნათურა, წყალი და სულ რამდენიმე პროდუქტი წაიღო, კალენდარი და საათი კი სახლში დატოვა. რატომ წავიდა ახალგაზრდა მამაკაცი ასეთ მსხვერპლზე? მიშელი არა უბრალოდ შეშილი ადამიანი, არამედ საკმაოდ ცნობილი ფრანგი მეცნიერი გახლდათ, რომელსაც საკუთარი ექსპერიმენტით ადამიანის ცირკადული, სადღეღამისო რითმების ბოლომდე შესწავლა სურდა.

საკუთარ მაგალითზე მამაკაცი ცდილობდა იმის ზუსტად განსაზღვრას, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ბიოლოგიური საათები და შეძლებდა თუ არა მისი ორგანიზმი ახალი პირობების მიმართ ადაპტირებას. ექსპერიმენტმა გაამართლა! გამოქვაბულში 6 თვის გატარების შემდეგ მას გამოუმუშავდა სრულყოფილი ძილი: სხეული თავად ირჩევდა, თუ როდის დაეძინა, როდის ეჭამა და როდის დაეთმო დრო სიფხიზლისთვის.

ძილთან დაკავშირებული პრობლემები დღეს იმდენად აქტუალურია, როგორც არასდროს, რაც ცხოვრების თანამედროვე ტემპითაა განპირობებული. უძილობა – მრავალი სერიოზული დაავადების განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი! დღევანდელ სტატიაში ჩვენ დეტალურად მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა დაამარცხოთ დაღლილობა და მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ძილისგან. ცხოვრების მესამედს ჩვენ სწორედ ამ ფიზიოლოგიურ პროცესზე ვხარჯავთ, რაც მის საჭიროებაში კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს!

რა უნდა ვიცოდეთ ძილის შესახებ? 

ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარ თავს კარგად გამოძინების საშუალებას არ უტოვებს და ძილში დახარჯული საათების ნაცვლად, დროს “უკეთესად” იყენებს. დაუთმე ძილს ნაკლები დრო – მოასწარი გაცილებით მეტი! ეს სწორედ ის მოსაზრებაა, რომელსაც საკმაოდ ხშირად დამღუპველ შედეგებამდეც კი მივყავართ. მეცნიერების მტკიცებით, ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 7-დან 9 საათამდე ძილი სჭირდება, რათა მისმა ორგანიზმა სრულფასოვნად იმუშაოს.

ძილის საათების შემცირების შედეგად, ჩვენ განვიცდით ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებას, გვიმცირდება შრომისუნარიანობა, ვკარგავთ კონცენტრაციის უნარს, ვიზიანებთ ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ცხოვრების თანამედროვე ტემპი ჩვენ შინაგანად გვსპობს და გვანადგურებს.

ჰორვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, რაც უფრო ასაკშია ადამიანი, მით უფრო რთულია მისთვის ჩაძინება და მით უფრო ცუდად ართმევს ძილი საკუთარ ფუნქციას თავს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძილთან დაკავშირებული პრობლემების გაჩენა ხანდაზმულ ადამიანებში ორგანიზმის დაბერების პროცესის დაჩქარებაზე მეტყველებს. ყოველივე ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: თუ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება გსურთ, არასდროს დაგენანოთ დრო ძილზე!

როდის დავწვეთ და როდის გავიღვიძოთ? 

1. 06:00 – კორტიზოლის დონე იმატებს, რაც იწვევს ტვინისა და სხეულის გამოფხიზლებას.

2. 07:00 – მელატონინის გამომუშავება წყდება.

3. 09:00 – სასქესო ჰორმონების გამომუშავების სიჩქარე პიკს აღწევს.

4. 10:00 – ჩვენი ქონება მაქსიმალურად კარგად მუშაობს.

5. 14:30 – სისტემები, რომლებიც პასუხისმგებელია კოორდინაციის უნარზე, აქტიურობის პიკს აღწევს.

6. 15:30 – დრო, როდესაც რეაქციის უნარი ყველა მაჩვენებელს აჭარბებს.

7. 17:00 – გულ-სისხლძარღვთა სისტემა საუკეთესო მწყობრში მუშაობს.

8. 19:00 – სხეულის ტემპერატურა და სისხლის წნევა იმატებს.

9. 21:00 – ორგანიზმი იწყებს სხეულის გამზადებას ძილისთვის მელატონინის გამომუშავებით.

10. 22:00 – თქვენი ორგანიზმი გამზადებულია ძილისთვის.

11. 02:00 – ღრმა ძილის დრო.

12. 04:00 – თქვენი სხეულის ტემპერატურა აღწევს დასაშვებ მინიმუმს. სიფხიზლე ამ დროს კატეგორიულად აკრძალულია!

მოკლედ რომ ვთქვათ, ხარისხიანი ძილი მთელი ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც ყოველთვის საჭირო დრო და საჭირო ყურადღება უნდა დავუთმოთ.

თუ ნაადრევი დაბერებისა და ჯანმრთელობის დაზიანებსი თავიდან არიდება გსურთ, დღე-ღამის განმავლობაში ძილს საშუალოდ 7-9 საათი დაუთმეთ. თუ როდის დაწვებით დასაძინებლად და როდიმელ საათზე ამჯობინებთ გაღვიძებას, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა თქვენივე ჯანმრთელობისთვის გირჩევთ, აუცილებლად იხელმძღვანელოთ ზემოთ წარმოდგენილი ცხრილით.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიაგჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!