
შემოგთავაზებთ აქტივირებული ნახშირის ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტებს.
1. აქტივირებული ნახშირის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თიხა 1 ს. კ.
- ვაშლის ძმარი 2 ს. კ.
- პრობიოტიკი 1 კაფსულა
- აქტივირებული ნახშირის ფხვნილი 2 ჩ. კ.
- თქვენთვის ხელმისაწვდომი ეთერზეთის 1-2 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
აქტივირებული ნახშირი წმინდად დაფშხვენით. პრობიოტიკის კაფსულა გახსენით და შიგთავსი დაამატეთ აქტივირებულ ნახშირს. შემდეგ დაამატეთ თიხა, ვაშლის ძმარი და კარგად მოურიეთ. ბოლოს შეურიეთ ეთერზეთი.
მომზადებული მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 15 წუთი. ბოლოს სახე დაიბანეთ ცივი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი.
თიხისა და აქტივირებული ნახშირის კომბინაცია დადებითად მოქმედებს კანზე. ეს კომპონენტები შეიწოვს ზედმეტ ცხიმს, ხოლო პრობიოტიკები და ვაშლის ძმარი ებრძვის გამონაყარს. პრობიოტიკები ქმნის ხელსაყრელ გარემოს კანზე არსებული სასარგებლო მიკრობების განვითარებისთვის და ებრძვის აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს.
2. აქტივირებული ნახშირი აკნეს საწინააღმდეგოდ
აქტივირებული ნახშირი წმენდს ფორებს, შლის კანის ზედაპირზე არსებულ ცხიმოვან ნარჩენებსა და ჭუჭყს.
ნუშის ზეთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჟოჟობას ზეთით. ნიღაბი შეგიძლიათ მოამზადოთ წინასწარ. აუცილებლად მოათავსეთ ჰერმეტულ კონტეინერში და დადეთ მშრალ, გრილ ადგილას.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კასტილიური საპონი (თხევადი) 2 ს. კ.
- ნუშის ზეთი 1 ს. კ.
- ბრინჯის ფქვილი 2 ს. კ.
- საკვები სოდა 1 ს. კ.
- აქტივირებული ნახშირის ფხვნილი 2 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
პირველ რიგში, აურიეთ საპონი და ზეთი. აქტივირებული ნახშირი დაფშხვენით წმინდად, ბრინჯი დაფქვით და სოდასთან ერთად შეურიეთ საპნისა და ზეთის ნაზავს.
სახე გაიწმინდეთ და შემდეგ დაიტენიანეთ სველი ხელით. მომზადებული მასის 1-2 ჩ. კ. წრიული მოძრაობებით წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 10 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. კანის გამამკვრივებელი ნიღაბი
კვერცხის ცილისა და აქტივირებული ნახშირის კომბინაცია ამკვრივებს კანს და ავიწროებს ფორებს.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის ცილა
- აქტივირებული ნახშირი 2 აბი
- ლიმონის წვენი მეოთხედი ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
აქტივირებული ნახშირი წმინდად დაფშხვენით.
კვერცხის ცილა ათქვიფეთ ჩანგლით და შეურიეთ აქტივირებული ნახშირი და ლიმონის წვენი. მომზადებული მასა წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 10 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით.
თუ მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბი წაისვით მხოლოდ სახის T ზონაზე.
4. დამამშვიდებელი ნიღაბი
ნიღაბი იდეალურია სახის კანის დასამშვიდებლად. მატჩას ბიო მწვანე ჩაის ფხვნილი მოგიხსნით სიწითლესა და ანთებას, ნახშირი კი ხელს უწყობს პრობლემის წყაროს აღმოფხვრას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თაფლი 2 ს. კ.
- მატჩას ფხვნილი 1 ჩ. კ.
- აქტივირებული ნახშირი 2 აბი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 15 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ ცივი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი.
5. აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბი
ალოეს გელისა და აქტივირებული ნახშირის კომბინაცია შეუცვლელია სახისთვის. დამატენიანებელი და სამკურნალო ეფექტის გამო ალოე ფართო სპექტრით გამოიყენება კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- აქტივირებული ნახშირი 2 აბი
- ალოეს გელი 1 ჩ. კ.
- ჩაის ხის ეთერზეთი 1-2 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნიღაბი თხელ ფენად წაისვით სახის კანზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
6. გამწმენდი ნიღაბი
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- დაფქული შვრია 1 ს. კ.
- აქტივირებული ნახშირი 10 აბი
- კაოლინის თიხა 1 ს. კ.
- ლავანდის ეთერზეთი 4 წვეთი
- ბენტონიტის თიხა 1 ს. კ.
- ჩაის ხის ეთერზეთი 4 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
პირველ რიგში, აურიეთ შვრია, წმინდად დაფქული აქატივირებული ნახშირი და თიხა. შემდეგ დაამატეთ ეთერზეთები და გაიდაიტანეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში.
მომზადებილი მასის 1 ჩ. კ. დაიდეთ ხელისგულზე, დაამატეთ რამდენიმე წვეთი წყალი ან ვარდის წყალი. უნდა მიიღოთ პასტისებური მასა. შემდეგ ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ კანზე და გაიჩერეთ 15 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით.
7. იოგურტის ნიღაბი აქტივირებული ნახშირით
როგორც იცით, იოგურტის ბაზაზე მომზადებული ნიღბები პოპულარულია. რძემჟავა ნაზად ხსნის მკვდარი უჯრედების ფენას, ხოლო აქტივირებული ნახშირი აშორებს ზედმეტ ცხიმს, ჭუჭყს და წმენდს ფორებს.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- იოგურტი (დანამატების გარეშე) 2 ს. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
- აქტივირებული ნახშირი 2 აბი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
ნიღაბი წაისვით სახის წინასწარ გაწმენდილ კანზე, კისერზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი.
8. აქტივირებული ნახშირის, თიხისა და დარიჩინის ნიღაბი
აქტივირებული ნახშირისა და თიხის ნიღაბი წმენდს კანს, დარიჩინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აგარიდებთ აკნეს გამომწვევი ბაქტერიების წარმოქმნას.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მწვანე თიხა 1 ჩ. კ.
- აქტივირებული ნახშირი 2 აბი
- ნუშის ზეთი 1 ჩ. კ.
- დარიჩინის ფხვნილი მეოთხედი ჩ. კ.
- წყალი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
აქტივირებული ნახშირი წმინდად დაფშხვენით. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე. მოერიდეთ თვალების ირგვლივ კანს. ნიღაბი გაიჩერეთ 15 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი.
მოცემული ნიღბების გამოყენებამდე აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე. თქვენთვის სასურველი ნიღბის მცირე მასა წაისვით იდაყვის შიგნითა მხრიდან კანზე და დააკვირდით რამდენიმე წუთი.