დაიწვეთეთ 5 წვეთი ხელებზე და დაიმუშავეთ სახის კანი, რათა ნაოჭები და ლაქები 15 დღეში მოიშოროთ

21605

დრო უმოწყალოა ისეთი მშვენიერი ქმნილებების მიმართაც კი, როგორებიც ქალბატონები არიან. წლები მათ სახეზე ხატავს ნაოჭებს, ხანდახან – პიგმენტურ ლაქებსაც. ეს უსიამოვნებები მით უფრო ადრე ჩნდება, რაც უფრო მშრალი კანი აქვს ქალს. სწორედ ამიტომ, კოსმეტოლოგები გვირჩევენ, რეგულარულად დავატენიანოთ და გამოვკვებოთ იგი. ნატურალური ზეთები ამ დავალებას უკეთ უმკლავდება, ვიდრე ნებისმიერი ხელოვნური კრემი. წამოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ ზეთებს სახისთვის.

ზეთები სახისთვის

1. ჟოჟობას ზეთი

ჟოჟობა – მარადმწვანე მცენარეა, გავრცელებული სამხრეთამერიკულ უდაბნოებში. მის მიერ გამოყოფილ ზეთს უნიკალური შემადგენლობა აქვს. იგი შეიცავს ეიკოზენის მჟავას, რომელიც აუმჯობესებს უჯრედებს შორის მიმოცვლასა და კანის ქსოვილების რეგენერაციას, კანისთვის სასარგებლო ბეგენის, ოლეინისა და ნერვონის მჟავებს. ამ ზეთში არსებული კოლაგენი თითქმის იდენტურია იმისა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს.

2. აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთს, ხშირად, თმის, წარბებისა და წამწამების გასაძლიერებლად იყენებენ. თუმცა, თვალის ირგვლივ კანისთვის იგი ძალიან სასარგებლოა. ეს ზეთი შეიცავს ოლეინის, ლინოლის, რიცინოლის მჟავებს, რომლებიც სწრაფად აითვისება. სხვა ზეთებისგან განსხვავებით, არ ქმნის ცხიმოვან ფენას სახეზე გაშრობის შემდეგ.

3. ზეითუნის ზეთი

ეს უნივერსალური საშუალებაა. მისი შინაგანად მოხმარება სასარგებლო კი არა, აუცილებელიცაა. ზეითუნის ზეთი ატენიანებს, თუმცა ნაკლებად კვებავს კანს. გარდა ამისა, იგი ითვლება ბაზად, მისი კომბინირება ნებისმიერ კოსმეტიკურ საშუალებასთან შეგიძლიათ. მაგალითად, რამდენიმე წვეთის დამატება ღამის კრემში.

4. ნუშის ზეთი

ნუში კიდევ ერთი პროდუქტია, რომლის სარგებელზეც დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. იგი მდიდარია ცილებითა და უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ორგანიზმს შიგნიდან კვებავს. შეიცავს ცხიმხსნად ვიტამინებს, მაგნიუმს, კალციუმსა და სხვა მინერალებსაც, რომლებიც კანს გარედან კვებავს. ნუშის ზეთს მსუბუქი მათეთრებელი ეფექტი აქვს. იგი აცოცხლებს გაუწყლოებულ კანს და აღადგენს მის ტონს.

5. სელის ზეთი

სელის ზეთი სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ შეიცავს ცილას. ამით განპირობებულია მისი მაახალგაზრდავებელი ეფექტი სახის კანზე.
რეგულარული გამოყენებისას სელის ზეთს ეფექტური ლიფტინგის თვისებაც აქვს. სახის წამოწეული ოვალი ოპერაციის გარეშე – ის, რაზეც უამრავი ქალი ოცნებობს.

6. ასკილის ზეთი

ასკილის ზეთი 15 სახის ცხიმოვან მჟავას შეიცავს. დიდი მასური წილი მოდის ლინოლისა და ლინოლენურ მჟავაზე, რომლებიც ზრდის ეპიდერმისის დამცავ ძალებს. ეს ზეთი მდიდარია ვიტამინი A-თი, რომელიც ებრძვის ასაკობრივ ცვლილებებს სახეზე, და ვიტამინი C-თი, რომელიც იცავს კანს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან და კვებავს მას ჟანგბადით.

7. ქაცვის ზეთი

ქაცვის ზეთი შეიცავს ფოსპოლიპიდებს, რომლებიც აღადგენს ქსოვილებში ცხიმოვან მიმოცვლას. მისი გამოყენების შემდეგ კანი არ ხდება ცხიმიანი და არ ბრწყინავს. იგი, ასევე, მდიდარია სტერინებით, ანთებისსაწინააღმდეგო ნივთიერებით, რომელსაც ანტისეპტიკური თვისება აქვს.
ქაცვის ზეთის ხილის მჟავები წარმოქმნის მაახალგაზრდავებელ და მკურნალ ეფექტს: ასწორებს კანის ფერს, ახორცებს ჭრილობებს, ხსნის გაღიზიანებას.

8. ატმის ზეთი

A და E ვიტამინები, რომლებსაც ეს ზეთი შეიცავს, ზრდის კანის ტურგორს, მსუბუქად ატენიანებს და ათანაბრებს მას. ვიტამინი B15 აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქსოვილებში. მისი გამოყენების შემდეგ, კანი სასიამოვნო და ხავერდოვანი გახდება შეხებისას, როგორც ატამი.

9. ქოქოსის ზეთი

კანზე მაახალგაზრდავებელ გავლენას ახდენს მირისტინისა და ლაურინის მჟავები, რომლებსაც ქოქოსის ზეთი შეიცავს. ფოლიუმის მჟვა და ტიამინი ებრძვის გამონაყარსა და მუწუკებს. ასევე, ქოქოსის ზეთს იყენებენ დამწვრობის წინააღმდეგ. იგი აღადგენს და აახლებს კანს უჯრედულ დონეზე.

რომელი ზეთია უკეთესი სახისთვის, თავად გადაწყვიტეთ, თქვენი ინდივიდუალური უპირატესობებისა და კანის თვისებების მიხედვით. ჩამოთვლილთაგან ყველა ნატურალურია, ამიტომ არც ერთი არ გავნებთ.