შემოგთავაზებთ ხსნარის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ტაფებისა და ქვაბების მინის ხუფების გაწმენდას. უმარტივესი ინგრედიენტებით ამზადებთ ხსნარს, რამდენიმე წუთით ალბობთ ტაფის თავსახურს და შემდეგ ძნალადმისადგომ ადგილებს მარტივად აპრიალებთ.
ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- მდოგვის ფხვნილი 1 ჩ. კ.
- სოდა 2 ს. კ.
- ჭურჭლის სარეცხი გელი 1 ს. კ.
ინსტრუქცია:
1. ღრმა თასაში აურიეთ მოცემული ინგრედიენტები, დაასხით 2 ლიტრამდე ადუღებული წყალი და ჩადეთ ხუფი. გააჩერეთ 15 წუთი.
2. შემდეგ აიღეთ კბილის ჯაგრისი და კარგად გაწმინდეთ ძნელადმისადგომი ადგილები, განსაკუთრებით რგოლთან ახლოს.
ბოლოს ხუფი ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით გააპრიალეთ და გაავლეთ გამდინარე წყალში.