ცომის საათობით ზელვა აღარ მოგიწევთ. ხორცის უგემრიელესი პეროგი, რომელიც სუფრაზე დიდხანს არ ჩერდება

2909

თუ დაუპატიჟებელი სტუმრები გეწვივნენ და მათი გემრიელად გამასპინძლების სურვილი გაქვთ, აუცილებლად ჩაინიშნეთ ჩვენი დღევანდელი რეცეპტი!

ხორცის ეს უგემრიელესი პეროგი მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად, გამოდის იმდენად გემრიელი, რომ მაგიდაზე დიდხანს არასდროს ჩერდება. თქვენ არ მოგიწევთ ხორცის საათობით ზელვა და ლოდინი, როდის ამოფუვდება ის საჭირო ზომაზე.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამწყები მზარეული ხართ, ხორცის ამ შეუდარებლად გემრიელი პეროგის მოზადებას მარტივად გაართმევთ თავს, ყველა მეგობარი კი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით.

ხორცლის უგემრიელესი ეროგი ლავაშით

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი ლავაში
  • 900 გრამი ფარში
  • 3 ცალი კვერცხი
  • 150 გრამი ყველი
  • 200 გრამი არაჟანი
  • 1 ცალი ხახვი
  • მწვანილები გემოვნების მიხედვით
  • 1 ჩ.კ. ხორცის სანელებლები (გემოვნებისამებრ)
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია:

  1. დაუმატეთ საქონლის ფარშს ერთი მთლიანი კვერცხი, 1 ჩაის კოვზი სხვადასხვა სანელებლების ნაზავი, მოაყარეთ მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებით.
  2. ერთი მთლიანი ხახვი კარგად დააბლენდერეთ და მიღებული ფაფა დაუმატეთ ხორცის მასას.
  3. ფარშში ვამატებთ წვრილად დაჭრილ, დაკეპილ მწვანილებს და წვრილად გახეხილი 150 გრამი ყველის ნახევარს. მასა კარგად უნდა ზილოთ ხელებით რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  4. თხელი ლავაში გაშალეთ მაგიდაზე და მოათავსეთ ზედ ფარშის ნახევარი. გაანაწილეთ ის თანაბრად ლავაშის მთელ ზედაპირზე. შეახვიეთ რულეტის მსგავსად და გადადეთ გვერდზე. მოამზადეთ ხორცის რულეტი მეორე ლავაშისგანაც.
  5. საცხობ ფორმას შეაზილეთ მცენარეული ზეთი და მოათავსეთ მასში ჩვენი რულეტები სპირალურად.
  6. ახლა კი უნდა მოვამზადოთ სოუსი ჩვენი პეროგისთვის. ღრმა ჭურჭელში ვათავსეთ 2 მთლიან კვერცხს, ვუმატებთ მოცემული რაოდენობით არაჟანს და კარგად ვთქვეფთ. მიღებული ნარევს ვასხამთ  გამოსაცხობად გამზადებულ პეროგს და ზემოდან ვაყრით დარჩენილ გახეხილ ყველს.
  7. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედგით ის გამოსაცხობად და დატოვეთ დაახლოებით 1 საათით.
  8. ხორცის საოცრად გემრიელი პეროგი მზად არის!

გთავაზობთ ვიდეოს დეტალური ინსტრუქციით: 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი რეცეპტი მოგეწონებათ. აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!