თქვენი ქუსლების კანი შეუდარებლად რბილი და ნაზი იქნება. ასპირინი კოჟრებისა და ბზარების წინააღმდეგ

1684

როდესაც საუბარი თავის მოვლაზე მიდის, რატომღაც, არასდროს ვუთმობთ საკმარის ყურადღებას ფეხებს. მთელი დღის განმავლობაში ჩვენი ფეხისგულები, უფრო კონკრეტულად კი ქუსლები, კოლოსალურ დატვირთვასა და არაერთ მექანიკურ დაზიანებას განიცდის, რის შედეგადაც კანი სხეულის ამ ნაწილზე უხეშდება, რქოვანდება და იბზარება.

თუ სერიოზული გამწვავების თავიდან არიდება გსურთ, რეგულარულად უნდა დაუთმოთ სათანადო ყურადღება თქვენს ქუსლებს, რადგან კანის დაბზარვა ამ მიდამოში მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა ნამდვილად არ არის. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, თავი შეიძლება იჩინოს გაუსაძლისმა ტკივილებმა და სისხლდენამაც კი.

სხვადასხვა კოსმეტიკური პროდუქციის შეძენის ნაცვლად, რომელთა ეფექტურობა დიდი ეჭვის ქვეშ დგას, ფეხების კანის მოსავლელად გირჩევთ, საშიანო საშუალებებს მიმართოთ. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ სწორედ ერთ-ერთი ასეთი ნატურალური საშუალების შესახებ, რომელიც მინიმალურ დროში მოგაშორებთ კოჟრებსა და ბზარებს, კანს დაუბრუნებს სირბილეს, სიგლუვესა და სინაზეს.

ფეხების მოვლა ასპირინით

ასპირინი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შევიდა ყველაზე პოპულარული ანალგეტიკების სიაში. დამტკიცებულია, რომ მას ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ნეიროპროტექტული ქმედება ახასიათებს, რაც ნიშნავს შემდეგს: ასპირინი არა მხოლოდ ამსუბუქებს ტკივილს, არამედ რამდენჯერმე ამცირებს თრომბების ფორმირების რისკს.

გარდა სამედიცინო დანიშნულებისა, ასპირინს აქვს ფართო გამოყენება კოსმეტოლოგიაშიც: ის ამარცხებს აკნეს, გვაშორებს ლაქებს, ქერცლავს კანის მკვდარ უჯრედებს, ანადგურებს სოკოვან ინფექციას და ა.შ.

ასპირინი, იგივე აცეტილსალიცილის მჟავა, შეიცავს ცხიმში ხსნად კომპონენტ ბეტა-ჰიდროქსიაციდს, რომელსაც აქტიურად იყენებს კომსეტიკური ინდუსტრია თავს მოსავლელი სხვადასხვა ძვირადღირებული პროდუქციის დასამზადებლად.

ახლა კი წარმოგიდგენთ რეცეპტს, რომელიც თქვენს კანს საოცარ სირბილესა და სიანზეს დაუბრუნებს. რეგულარული პროცედურების შედეგად, პირობას გაძლევთ, კოჟრები და ბზარები აუცილებლად გაქრება!

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ: 

  • 4 აბი ასპირინი
  • 1 ლიმონის ახლადგამოწურული წვენი
  • 1 კოვზი წყალი (10 მლ)
  • პემზა
  • წინდები

მომზადების ინსტრუქცია: 

  1. ასპირინის ოთხივე აბი კარგად დაფქვით.
  2. მიღებული ფხვნილი ჩაყარეთ სუფთა ჭიქაში, დაუმატეთ ერთი მთლიანი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი და 1 კოვზი წყალი. თქვენ მიიღებთ ბლანტი კონსისტენციის მასას.

გამოყენების წესი: 

  1. წინასწარ კარგად გაიწმინდეთ ფეხები.
  2. სუფთა კანზე წაისვით მომზადებული პასტისებრი მასა, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ამოიცვით წინდები.
  3. დაიტოვეთ საშუალება სამოქმედოდ 20-30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  4. პროცედურის შემდეგ აიღეთ პემზა და კარგად დაიმუშავეთ ქუსლები.
  5. კვირაში 2 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა თქვენი ქუსლების კანი ყოველთვის იდეალურად გლუვი, რბილი და ნაზი იყოს.

იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!