ტოპ 5 მრავალჯერ ნაცადი საშუალება კოჟრების წინააღმდეგ

442

კოჟრები გაუხეშებული, გასქელებული კანის მცირე უბნებია, რომლებიც წარმოიქმნება გადაჭარბებული ზეწოლის ან ხახუნის შედეგად. კოჟრების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს მოუხერხებელი ფეხსაცმელი ან ბევრი სიარული. ისინი ჩნდება თითებზე, ტერფებზე, თითებს შორისაც კი.

კოჟრების მოსაშორებლად უამრავი უმარტივესი მეთოდი და ბუნებრივი საშუალება არსებობს. შემოგთავაზებთ რამდენიმე ყველაზე ეფექტურსა და უძველეს მეთოდს.

პემზა

ქუსლებისა და მისი მიმდებარე უბნების პემზით მასაჟი ერთ-ერთი უმარტივესი მეთოდია. პემზა აშორებს მკვდარ,  გამაგრებულ, გაუხეშებულ კანს.

საღამოს, ძილის წინ, ფეხები 10 წუთით ჩაყავით ცხელ წყალში. ამ გზით დაირბილებთ გაუხეშებულ კანს. შემდეგ ნაზად გაიხეხეთ დაზიანებული ადგილები პემზით. გადაივლეთ თბილი წყალი და ფეხები გულდასმით შეიმშრალეთ.

შემდეგ ბამბის ტამპონი გააჯერეთ აბუსალათინის ზეთით, დაიდეთ კოჟრზე და შეიხვიეთ. დაიტოვეთ მთელი ღამე. აბუსალათინის ზეთი დღის განმავლობაში წაისვით რამდენჯერმე.

სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

ძმრის ესენცია

კოჟრების საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა თეთრი ძმარი. ძმრის მაღალი მჟავიანობა ხელს უწყობს გაუხეშებული კანის დარბილებას. გარდა ამისა, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული ძმარი ამცირებს ინფექციის რისკს.

1 წილი ძმრის ესენცია გააზავეთ 3 წილ წყალში. მომზადებული ნარევით გააჯერეთ ბამბის ტამპონი, დაიდეთ კოჟრზე, შეიხვიეთ და დაიტოვეთ მთელი ღამე.

მეორე დილით გაუხეშებული კანი ნაზად დაიმუშავეთ პემზით. შემდეგ წაისვით ზეითუნის ზეთი ან ქოქოსის ზეთი. ამ გზით შეძლებთ კანის დატენიანებას.

პროცედურები ჩაიტარეთ სასურველი შედეგის მიღებამდე ყოველ დღე.

საკვები სოდა

საკვები სოდა ბუნებრივი ამქერცლავი საშუალებაა, რომელიც აშორებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს შეხორცების პროცესს. სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული ძმარი იცავს კანს ინფექციებისგან.

თბილ წყალს დაამატეთ 2-3 ს. კ. საკვები სოდა და 10-15 წუთით ჩაყავით ფეხები. შემდეგ დაზიანებული უბნები ნაზად გაიხეხეთ პემზით.

ან კიდევ, 1 ჩ. კ. სოდას დაასხით ცოტა, დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი, ლიმონის წვენი და იმავე რაოდენობის წყალი. პასტისებური მასა წაისვით უშუალოდ კოჟრზე, შეიხვიეთ და გაიჩერეთ მთელი ღამე. დილით დაიბანეთ და ნაზად გაიხეხეთ პემზით.

ლიმონი

ლიმონის შემადგენლობაში შემავალი ციტრუსის მჟავა, არბილებს გაუხეშებულ კანს. შემოგთავაზებთ ლიმონის გამოყენების რამდენიმე წესს:

  • ლიმონის ახალგამოწურული წვენი წაისვით კოჟრზე და გაიშრეთ. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 3-ჯერ.
  • მიხაკის 2 ბუტონს დაასხით 1 ს. კ. ლიმონის წვენი და გააჩერეთ 15 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ლიმონის წვენი შეიზილეთ კოჟრზე და გაიშრეთ. შემდეგ ისევ წაისვით და ასე გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე.
  • 1 ჩ. კ. ლუდის საფუარი გახსენით ცოტა ლიმონის წვენში. უნდა მიიღოთ სქელი ცომის მსგავსი მასა. მომზადებული მასა სქელ ფენად წაისვით კოჟრზე, შეიხვიეთ და დაიტოვეთ მთელი ღამე.

ნიორი

ნიორი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და, ცხადია, ძალიან ეფექტურია კოჟრების საწინააღმდეგოდ. ნივრის კბილი გაჭერით შუაზე და დაიდეთ კოჟრზე, შეიხვიეთ და დაიტოვეთ მთელი ღამე. პროცედურები ჩაიტარეთ სასურველი შედეგის მიღებამდე ყოველ დღე.

ან კიდევ, 2 კბილი ნიორი დაჭყლიტეთ, დაამატეთ მწიკვი მარილი და აურიეთ. მომზადებული მასა წაისვით კოჟრზე, მჭიდროდ შეიხვიეთ და გაიჩერეთ 2-3 დღე. მე-3 დღეს, როდესაც ნახვევს მოიძრობთ, კოჟრისგანაც გათავისუფლდებით. თუ პირველ ჯერზე ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, პროცედურა აუცილებლად ჩაიტარეთ განმეორებით.

არ დაგავიწყდეთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კომენტარების ველის მეშვეობით, ასე ძალიან დავეხმარებით ერთმანეთს. მადლობა, რომ ჩვენ გვერდში ხართ!