
შემოგთავაზებთ უგემრიელესი კეტჩუპის რეცეპტს. მინიმალური ინგრედიენტებით, ძალიან სწრაფად და მარტივად, მოამზადებთ ისეთ არომატულ საწებელს, რომ თითებს ჩაიკვნეტთ. ძალიან უხდება პიცას, მაკარონს, კარტოფილს, შემწვარ ხორცსა და სხვა კერძებს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- პამიდორი 3 კგ
- ვაშლი (მჟავე ვაშლი, სასურველია, გამოიყენოთ ანტონოვკა) ნახევარი კგ
- ხახვი 250 გრ
- წითელი წიწაკა 2-3 ცალი
- ვაშლის ძმარი 50 მლ
- მარილი 1,5 ს. კ.
- შაქარი ჭიქა-ნახევარი
- შავი პილპილი (დაფქული) გემოვნებით
- სურნელოვანი პილპილი 8-10 მარცვალი (დაფქული)
- ნიორი გემოვნებით
მომზადების წესი:
- პამიდორი გარეცხეთ, დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ რამდენიმე წუთი, გაფცქვენით და დაჭერით.
- ვაშლი გათალეთ და დაჭერით ნაჭრებად. ხახვი და ნიორიც დაჭერით.
- წითელი წიწაკა თესლისგან გაასუფთავეთ.
- დამუშავებელი ინგრედიენტები გადაიტანეთ ქვაბში და საშუალო ცეცხლზე ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ დაამატეთ შავი პილპილი, სურნელოვანი პილპილი და დააბლენდერეთ. ადუღეთ, დაახლოებით 1 საათი. შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე.
- ბოლოს დაამატეთ შაქარი და ურევთ შაქრის გადნობამდე. შეაზავეთ მარილითა და ვაშლის ძმრით.
- ადუღეთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ გაანაწილეთ გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.
გემრიელად მიირთვით!