შემოგთავაზებთ მრავალჯერ ნაცად, საკმაოდ ძველ და ეფექტურ მეთოდს. ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტებით ამზადებთ ხსნარს, რამდენიმე საათით ალბობთ სამზარეულოს ტილოებს და შედეგად იღებთ ქათქათა ტილოებს ცხიმისა და ხილის ლაქების გარეშე. ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი ტილოების გასარეცხად.
ხელნაკეთი ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 10 ლ
- მზესუმზირის ზეთი 20 მლ
- მათეთრებელი (თქვენთვის ხელმისაწვდომი) 20-30 გრ
- სარეცხის ფხვნილი 50 გრ
- სოდა 30 გრ
მოხმარების წესი:
წყალი აადუღეთ, დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები, აურიეთ, ჩაალბეთ დალაქავებული ტილოები და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით და შედეგით ისიამოვნეთ.
თუ გსმენიათ ან გამოგიყენებიათ ეს მეთოდი თქვენ? აუცილებლად გაგვიზიარეთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება კომენატრების ველის მეშვეობით!