როგორ მოვუაროთ ორქიდეას: 7 რჩევა დამწყებთათვის

0
61

ეს საოცარი მცენარეები იმდენად უნიკალურია, როგორც გაზრდის სახით, ასევე რიზომის ტიპისა და პირობების მოთხოვნების თვალსაზრისით, რომ ნამდვილად დანაშაული იქნება, თუ მათ ჩვეულებრივ აყვავებულ მცენარეს დავუძახებთ. ისინი, ვინც ამ ეგზოტიკურ ვარსკვლავს მხოლოდ შორიდან იცნობენ, იციან, რომ მათი მოვლა ძალიან რთულია. დღეს ჩვენ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც გამოგადგებათ ორქიდეის მოვლისთვის.

თავიდანვე ნუ გექნებათ ორქიდეების კოლექცია, სასურველია ჯერ მხოლოდ ერთი ცალი შეიძინოთ, დააკვირდეთ, ისწავლოთ მათი მოვლა, რათა გაარკვიოთ, ხართ თუ არა მზად ამ ტროპიკული მცენარის მოსავლელად. შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ გაიგოთ ორქიდეის მოვლის საფუძვლები:

1. გაარკვიეთ ყვავილის ასაკი

სხვადასხვა ჯიშის ორქიდეა, სხვადასხვა ასაკის შეიძლება იყოს. აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ თქვენი ყვავილი ახალგაზრდაა იმისათვის, რომ დიდხანს ყვაოდეს. უკვე ზრდასრულ ორქიდეად ითვლება 5 დან 8 წლამდე.

2. ხშირად არ გადააადგილოთ

ორქიდეას არ მოსწონს მცირე გადაადგილებაც კი. რადგან ის სხვადასხვანაირად რეაგირებს სინათლეზე. თუ მაინცდამაინც საჭიროა ქოთანის შეცვლა, ეცადეთ ზუსტად ისე დადოთ, როგორც თავდაპირველად იყო. ასევე, არ გადააადგილოთ მორწყვის დროს. მოძრაობა მის ზრდაზე უარყოფითად ისახება.

3. ყურადღება მიაქციეთ ფესვებს

ორქიდეის ფესვები აქტიურად არიან ჩართულნი ფოტოინთეზის პროცესში, ამიტომ მნიშვნელოვანია იმისი სინათლით უზრუნველყოფა. ვინაიდან რეკომენდირებული არ არის მისი გადაადგილება, საკმარის სინათლეზე წინასწარ უნდა იზრუნოთ. კერძოდ, კერამიკული ქოთანის ნაცვლად, გამოიყენეთ პლასტმასის გამჭვირვალე კონტეინერები, სადაც სადრენაჟო ხვრელების დიდი რაოდენობითაა. მათი ფესვები განსაკუთრებულობას ანიჭებს უთანასწორო ზედაპირს, ამიტომ ეცადეთ კონტეინერიც ამის მიხევდით შეარჩიოთ. გარდა ამისა, მკვეთრმა კიდეებმა შეიძლება დააზიანოს ფესვთა სისტემა.

4. იზრუნეთ განათებაზე

მაშინ, როდესაც ბუნებრივად არ არის საკმარისი სინათლე, ორქიდეა უნდა გაანათოთ ხელოვნური ნათურებით. მას სინათლე უნდა მიეწოდებობდეს დღე-ღამეში 10-12 საათი.

5. დასაშვები ტემპერატურა

იმისათვის, რომ ორქიდეამ კარგად იყვავილოს, ოთახის ტემპერატურა ღამით უნდა იყოს 4-6 გრადუსი. იმაზე ნაკლები, ვიდრე დღის განმავლობაშია. გვიან გაზაფხულზე, შემოდგომის დასაწყისში, ორქიდეა შეიძლება გარეთაც ამყოფოთ, სადაც ტემერატურა დღისით და ღამით ბუნებრივად განსხვავდება, თუმცა ეცადეთ ბევრი გადაადგილება თავიდან აიცილოთ.

6. მიეცით საკმარისი ტენიანობა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ტენიანობა. არასაკმარისი ტენიანობის შემთხვევაში, ორქიდეამ შეიძლება შეწყვიტოს ზრდა ან გამოიტანოს უნაყოფო კვირტი და საერთოს აღარ გაყვავილდეს. გაზარდეთ ტენიანობა ოთახში, სადაც ორქიდეა იზრდება. განსაკუთრებით მშრალ პერიოდებში (როდესაც სახლებში გათბობაა), მცენარე უნდა იყოს ტენიანი. ოპტიმალური ტენიანობა ორქიდეასთვის არის 60% და მეტი.

7. სწორად შეარჩიეთ სასუქი

აუცილებელია გამოიყენოთ ფოსფორის და კალიუმის შემცველი სასუქები. ის ხელს შეუწყობს ორქიდეას გაძლიერებას და გამოიტანს ძლიერ ყვავილებს. თუ აზოტის შემცველობას დაუმატებთ, ეს მისთვის საუკეთესო იქნება. ის დაიცავს ორქიდეას გაფუჭებისგან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here