შვილებში ძლიერ ხველას მხოლოდ ნატურალური ნაზავით ვმკურნალობ. ძალიან ეფექტური და აბსოლუტურად უსაფრთხოა

2617

როგორ ვიქცევით, როდესაც ძლიერი ხველა გვაწუხებს? ადამიანების უმრავლესობა ასეთ დროს დახმარებისათვის სააფთიაქო სიროფებს მივმართავთ, რომელთათვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.

გირჩევთ, მაქსიმალურად მოარიდოთ თავი ამ და მსგავსი პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისათვის სახიფათო მავნე ქიმიური ნივთიერებებითაა გაჯერებული. არსებობს ქიმიური პრეპარატების არაერთი ძალიან ეფექტური ბუნებრივი ალტერნატივა, რომელთაც ხალხური მედიცინა გვთავაზობს.

ერთ-ერთი ასეთი ძალიან ეფექტური ნატურალური საშუალება ბანანისა და თაფლის ნარევია. ეს ნაზავი არა მხოლოდ დაამარცხებს ხველას, არამედ მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით.

ბანანი ძლიერი ხველის წინააღმდეგ

ინგრედიენტები: 

  • ორი კარგად მომწიფებული ბანანი
  • 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი
  • 400 მლ წყალი

ინსტრუქცია: 

  1. ჩაასხით წყალი ქვაბში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე.
  2. პარალელურად გაასუფთავეთ ბანანი კანისგან და კარგად დასრისეთ ჩანგლის გამოყენებით.
  3. როდესაც წყალი წამოდუღდება, გამორთეთ ცეცხლი, ჩაამატეთ ბანანის ფაფა და ურიეთ კარგად რამდენიმე წუთის განმავლობაში. თქვენ უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  4. როდესაც წყალისა და ბანანის ნარევი გაგრილდება, დაუმატეთ მას მოცემული რაოდენობით ნატურალური თაფლი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
  5. თაფლს ვუმატებთ მხოლოდ და მხოლოდ გაგრილებულ მასას, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ის კარგავს სამკურნალო თვისებებს.

მიირთვით მზა მასა დღეში 4-ჯერ რამდენიმე ჩაის კოვზის ოდენობით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. კურსის ხანგრძლივობა – პრობლემის სრულ გაქრობამდე.

უკვე რამდენიმე დღეში თქვენ მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებას იგრძნობთ. გარდა ხველის დამარცხებისა, როგორც უკვე გითხარით, მოცემული საშუალება მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებით და მინერალებით, პლუს ძალიან შეგიწყობთ ხელს ძილის რეჟიმის დარეგულირებაში, რადგან ბანანისათვის არაჩვეულებრივი მომადუნებელი და დამამშვიდებელი ეფექტია დამახასიათებელი.

გირჩევთ, სააფთიაქო პრეპარატებისა და სიროფების ნაცვლად, ხველის წინააღმდეგ საბრძოლველად ეს ძალიან ეფექური საშიანო ნაზავი გამოიყენოთ, რადგან მისთვის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები საერთოდ არ არის დამახასიათებელი. ის გაგიწმენდთ სასუნთქ გზებს და შეგიწყობთ ხელს ზედმეტი ლორწოს მოშორებაში.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!