სწორი სასმელი რეჟიმი საათების მიხედვით და რეკომენდაციები. ასე დაიკლებთ წონას და გაიწმენდთ სხეულს

1295

ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჭამის რეჟიმი და დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება. არანაკლებ მნიშვნელოვანია სასმელი რეჟიმი, ანუ დროის მონაკვეთები, როდესაც აუცილებლად უნდა მივირთვათ ერთი ან რამდენიმე ჭიქა წყალი.

სასმელი რეჟიმის ორგანიზება

ცუდი განწყობა, თავის ტკივილი და ქრონიკული დაღლილობა საკმაოდ ხშირად სწორედ ორგანიზმის დეჰიდრარტირების შედეგია. სასმელი წყლის საშუალო ნორმა, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში, 1,5 ლიტრია, თუმცა ეს ციფრი შეიძლება შეიცვალოს ორგანიზმის ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ თქვენი სხეულის საერთო მასის ყოველ 1 კილოგრამზე 30 მილილიტრ წყალს მიიღეთ. მაგალითად, თუ თქვენ 80 კილოს იწონით, დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 2-2,5 ლიტრი წყალი.

გასათვალისწინებელია კლიმატური ფაქტორებიც და კვების რაციონში არსებული თხევადი პროდუქტები: წვენები, კომპოტები, სუპები და ა.შ.

სასმელი რეჟიმის ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც წონის დაკლება სურთ. ასე თქვენ შეძლებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესების მოწესრიგებას და მეტაბოლიზმის დაჩქარებას.

სასმელი რეჟიმი

8.00

2 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი ლიმონის წვენთან ერთად, აუცილებლად უზმოზე. ასეთი სასმელი აგავსებთ ენერგიით და გაგიუმჯობესებთ კუჭის მუშაობას. ლიმონიანი წყლის მირთმევიდან 20 წუთში ისაუზმეთ.

11.00

ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. თუ ამ დროს წყალს მიირთმევთ, შეძლებთ მადის შემცირებას. 20 წუთის შემდეგ ისადილეთ მსუბუქად.

13:00

ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი (უმჯობესია ჯანჯაფილის პატარა ნაჭერთან ერთად) სადილობამდე 30 წუთით ადრე და ნახევარი ჭიქა თბილი წყალი უშუალოდ სადილობის დროს. მართალია, დიეტოლოგები ჭამის დროს წყლის მირთმევას არ გვირჩევენ, თუმცა ნახევარი ჭიქა სწორედ ის რაოდენობაა, რომელიც სასარგებლოდ აისახება საჭმლის მონელების პროცესზე.

16:00

ნახევარი ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი. ამ შემთხვევაში სადილსა და ვახშამს შორის ლანჩი არ უნდა გქონდეთ. თუ ლანჩი დაგეგმილი გაქვთ, ნახევარი ლიტრის ნაცვლად, მიირთვით 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. 15 წუთის შემდეგ წაიხემსეთ მსუბუქი საკვებით: ხაჭო, სალათი, თევზი და ა.შ. ლანჩის შემდეგ ხილის და ტკბილეულის მირთმევას არ გირჩევთ.

20:00

1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი (შეგიძლიათ ლიმონის პატარა ნაჭრისა და მცირეოდნეი თაფლის დამატება). ასე თქვენ შეძლებთ კუჭის მუშაობის გაუმჯობესებას და განაწყობთ სხეულს ვახშმისთვის.

საკვების რაოდენობისა და დღის განამვლობაში მიღებული კალორიების შემცირებით თქვენ წონის დაკლებას შეძლებთ, თუმცა ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებთ, თუ სწორ სასმელ რეჟიმს დაიცავთ. ასე არა მხოლოდ გაიუმჯობესებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და დაიჩქარებთ მეტაბოლიზმს, არამედ ბოლომდე გაწმენდთ სხეულს წიდებისგან.

იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია. არ დაგავიწყდეთ თქვენი აზრის დაფიქსირება კომენტარების ველის მეშვეობით. გისრუვებთ ჯანმრთელობას!