საშინაო ლოსიონი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, რადიკალურად შეცვლის თქვენს კანს. აღარ მოგიწევთ კოსმეტიკურ პროდუქტებსა და პროცედურებში საკმაოდ სოლიდური თანხის რეგულარულად ხარჯვა, რადგან ეს ნატურალური საშუალება დარეკლამებულ პროდუქციაზე გაცილებით ეფექტურია.
ჩვენი დღევანდელი რეცეპტით მარტივად მოიშორებთ გამონაყარს, გაითეთრებთ კანს, დაუბუნებთ მას ტონუსს და მინიმალურ ვადაში შეიმცირებთ ნაოჭებს.
ამ საშინაო ლოსიონის მთავარი კომპონენტი ოხრახუშია, რომელიც წარმოადგენს სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. იცოდით, რომ ეს პროდუქტი სტიმულირებს ჭრილობების შეხორცების პროცესს, აჩქარებს კანის დაზიანებული უჯრედების აღდგენა-რეგენერაციას, ახშობს ანთებას, ამარცხებს გაღიზიანებას, აგლუვებს ნაოჭებს, ათანაბრებს კანის ტონს და აღიავებს მას.
საშინაო ლოსიონი ოხრახუშით
ინგრედიენტები:
- 2 ს.კ. ძალიან წვრილად დაქუცმაცებული ოხრახუშის ფოთლები
- 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ან 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
- 200 მილილიტრი ოთახის ტემპრატურის წყალი
ინსტრუქცია:
- ოხარხუშის ფოთლებს დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე.
- ხარშეთ ის დუღილის დაწყებიდან 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ მიეცით დრო გასაგრილებლად.
- ოხრახუშის ცივინახარში გადაწურეთ, დაუმატეთ მას ლიმონის ახლადგამოწურული წვენი ანძმარი და კარგად მოურიეთ.
- მზა ლოსიონი მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
ყოველდღიურად დაიმუშავეთ სახის კანი ამ საშუალებით. ჩაალბეთ ბამბის დისკი ოხრახუშის ნახარშში და ნელი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანში, გაიჩერეთ მინიმუმ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
ყოველდღიური პროცედურებიდან ხანმოკლე დროში შენიშნავთ, თუ როგორ მცირდება ნაოჭები დ ლაქები, იჭიმება სახის კანი და იბრუნებს ის ჯანსაღ ფერს. აკნესა და კანის სხვა მსგავსი პრობლემებისგან კვალიც კი არ დარჩება!
გამოიყენეთ ეს საშუალება და მის ეფექტურობაში თავად დარწმუნებით. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!