6 პრობლემა, რომელიც კირჩხიბ მამაკაცთან ურთიერთობისას ჩნდება

2221

სანამ ვიღაც ამ სტატიის სათაურს შეურაცხყოფად მიიღებს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველ რიგში, კირჩხიბი მამაკაცები ძალიან კარგები არიან. მათ იმდენი დადებითი თვისება აქვთ, რომ ამით უნდა ამაყობდნენ. ასევე, აქვთ დიდი პოტენციალი იმისა, რომ გახდნენ ქალისთვის არაჩვეულებრივი პარტნიორები. ფაქტია, რომ მათი დადებითი თვისებების შესახებ წერას მთელ დღეს მოვუნდებით. თუმცა, როგორც ზოდიაქოს სხვა ნებისმიერ ნიშანს, კირჩხიბ მამაკაცსაც აქვს გარკვეული უარყოფითი თვისებები. არ არსებობს სრულყოფილი ადამიანი. მაგრამ მაინც, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმას, რომ კირჩხიბი მამაკაცის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

თქვენ, შესაძლოა, ხართ ის ქალბატონი, რომელიც კირჩხიბს ხვდება და ცდილობს, მის შესახებ უფრო მეტი გაიგოს. მაშინ, ეს სტატია სწორედ შენთვისაა. წარმოგიდგენთ 6 პრობლემას, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცთან ურთიერთობისას ჩნდება.

  1. კირჩხიბი მამაკაცი ემოციათა ზღვის გამოვლინებაა
    ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცს, შეგვიძლია, ემოციათა ზღვის განკაცება ვუწოდოთ. უნდა შეეჩვიოთ გვერდით ისეთი ადამიანის ყოლას, რომელსაც ხასიათის მუდმივი ცვლილებები აქვს. ემოციებს ძალიან ღრმა დონეზე განიცდის და, შედეგად, მეტისმეტად მგრძნობიარეა.
  2. მისი შეყვარება ნიშნავს იმას, რომ დედამისიც უნდა შეიყვაროთ
    უყვარს თავისი დედა. თქვენც უყვარხართ. უბრალოდ, არ უნდა ელოდოთ, რომ დედაზე უფრო მაღლა დაგაყენებთ. ისინი მზურნველ და ალერსიან ადამიანებთან მეტისმეტად მჭიდრო კონტაქტს ქმნიან. ხშირ შემთხვევაში, კირჩხიბი მამაკაცისთვის, ასეთი ადამიანი სწორედ დედაა. მას ასე მარტივად ვერავინ ჩაანაცვლებს.
  3. მას მანიპულაციის დიდი ნიჭი აქვს
    კირჩხიბი მამაკაცი, შესაძლოა, ის ადამიანი იყოს, ვინც გრძნობებსა და ემოციებს თავის სასარგებლოდ იყენებს. იგი თქვენს გრძნობებთან ასე ახლოს სწორედ მისი მგრძნობიარობის გამოა. არაა გამორიცხული, რომ თქვენი გრძნობები თქვენივე საწინააღმდეგოდ გამოიყენოს იმის მისაღებად, რაც მას სურს.
  4. ის მეტისმეტად დამოკიდებულია პარტნიორზე
    ეს მამაკაცი პარტნიორზე, ხშირ შემთხვევაში კი, მასთან ურთიერთობაზეა ემოციურად და ფსიქიკურად დამოკიდებული. შესაძლოა, ეს სასაცილო იყოს, რადგან მამაკაცები ურთიერთობებში დამოუკიდებლად ითვლებიან. ყოველთვის ასე როდია. კირჩხიბი მამაკაცი ძალიან ღრმად ეშვება ურთიერთობაში, პარტნიორისა და მასთან ურთიერთობის გარეშე საკუთარი თავი ვეღარ წარმოუდგენია.
  5. ვერასდროს იგრძნობთ, რომ მასთან ყველაფერი გაარკვიეთ
    როცა იფიქრებთ, რომ მასთან ყველაფერი მოაგვარეთ, წავა და სრულიად უჩვეულო რამეს გააკეთებს. ის არაპროგნოზირებადია, რასაც მისი თავისებურებები და ემოციურობა იწვევს. მუდმივად აძლევს თავის გრძნობებს საკუთარ თავზე ბატონობის საშუალებას. ამიტომ ვერ იტყვით, როგორ მოიქცევა, სანამ ვერ გაიგებთ, რა ხასიათზეა.
  6. იგი მესაკუთრე და ეჭვიანია
    გახსოვდეთ, რომ კირჩხიბი მამაკაცი მეტისმეტად სენსიტიურია. როცა ვიღაც უყვარდება, მაშინვე უჩნდება ამ ადამიანის დაკარგვის შიში. შედეგად, ცდილობს მის მოქცევას თავისი “ძალაუფლების” ქვეშ.

თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს.