როგორ მოვუაროთ სარეცხ მანქანას სწორად, ბიუჯეტური საშუალებებით, რათა მაქსიმალურად გავუხანგრძლივოთ მას სიცოცხლე

2872

თუ გსურთ, სარეცხი მანქანა დიდხანს გემსახუროთ, საჭიროა ყურადღებით მოეპყროთ მის თითოეულ დეტალს. ამჯერად, არჩევანს შევაჩერებთ უჯრაზე და შემოგთავაზებთ მარტივი ხსნარის რეცეპტს, რომლის საშუალებით, ზედმეტი საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გარეშე, შეძლებთ სარეცხი მანქანის უჯრის გაწმენდას.

სარეცხი მანქანის უჯრა სისტემატურად საჭიროებს გაწმენდას, რადგან წყალი სრულად ვერ რეცხავს ფხვნილს, მათეთრებელს,  დამარბილებელს. მათი ნარჩენები გროვდება უჯრის ზედაპირზე და თანდათან წარმოიქმნება ნადები. გირჩევთ, უჯრის გაწმენდა არ გადადოთ დიდიხნით. თუ უჯრის ზედაპირზე გაჩნდა ჟანგის  კვალი, დაუყონებლივ მოშორეთ.

გამწმენდი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • მუქი სარეცხი საპონი
  • სოდა
  • წაყალბადის ზეჟანგი

გაწმენდის პროცესი:

1. პლასტმასის ჭურჭელში ჩაასხით 50 მლ წყალბადის ზეჟანგი, დაამატეთ 3 ს. კ. საკვები სოდა.

2. საპონი გახეხეთ და 2 სუფრის კოვზი დაამატეთ სოდიან ხსნარს.

3. ურევთ კარგად საპნის გადნობამდე და აქაფებამდე.

4. დაიცავით ინსტრუქცია და მანქანიდან დაუზიანებლად გამოიღეთ უჯრა.

5. მომზადებული ხსნარით გააჯერეთ ღრუბელი და კარგად გაწმინდეთ უჯრა როგორც გარედან, ისე შიგნიდან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დაჟანგებულ ადგილებს.

6. გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ კიდევ ერთხელ გაწმინდეთ ღრუბლით და გარეცხეთ.

მარტივი 3 კომპონენტიანი ხსნარის საშუალებით გაწმენდთ სარეცხი მანქანის დაბინძურებულ უჯრას და არ დაგჭირდებათ დამატებითი ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ქიმიკატები.