ყველაზე გემრიელი კერძის რეცეპტი ქათმის კუჭებისგან, რომელიც საკმარისი არასდროსაა

36318

კორეული კერძები მთელი მოსფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც დაუმსახურებელი ნამდვილად არ არის. დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ერთი საოცარი რეცეპტი, რომელიც ჩვენამდე სწორედ კორეიდან მოვიდა.

ქათმის კუჭები კორეულად – საოცრად არომატული კერძი, რომელიც საკმარისი არასდროს არის! თუ გიყვართ ქათმის კუჭები და ხშირად ამზადებთ მათ, აუცილებლად ცადეთ ეს ტექნიკა – ასე მომზადებული კუჭები მართლაც საოცრად არომატული და გემრიელია.

ინგრედიენტები:

  • ქათმის კუჭები – 1 კგ
  • ნიორი – 2-3 კბილი
  • ძმარი – 1 ს.კ.
  • ხახვი – 3 ცალი
  • სოიოს სოუსი – 4 ს.კ.
  • მზესუმზირის ზეთი – 2 ს.კ.
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

1. გაასუფთავეთ კუჭები თხელი აპკისებრი გარსისგან და ხარშეთ დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში.

2. მოხარშული კუჭები დაჭერით სიგრძეზე თანაბარი ზომისა და საშუალო სისქის ნაჭრებად.

3. 2 სუფრის კოვზ მზესუმზირის ზეთში მოთუშეთ ხახვი მოოქროსფრო შეფერილობის მიღებამდე.

4. დაჭრილ და გამზადებულ კუჭებში ჩაჭყლიტეთ ნიორი, დაუმატეთ მოთუშული ხახვი,  მარილი, პილპილი, სოიოს სოუსი და ძმარი, კარგად ამოურიეთ.

5. დააყოვნეთ მზა კერძი მაცივრში 5-6 საათით, რათა კუჭები კარგად დამანირადდეს. გემრიელად მიირთვით!

თუ ქათმის კუჭების მოყვარული ხართ, პირობას გაძლევთ, ეს კერძი აუცილებლად შეგიყვარდებათ. თუ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!