ინდოელები ამ სასმელს უკვდავების ელექსირს უწოდებენ!

843

ექიმბაშები, ექიმები და ალქიმიკოსები უხსოვარი დროიდან მოყოლებული ცდილობენ უკვდავების ელექსირის მიგნებას. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, რა თქმა უნდა, მათ ეს ვერ შეძლეს.

გარკვეულწილად, ამ ადამიანებმა წარმატებას ნამდვილად მიაღწიეს, რადგან ჩვენს დრომდე მოაღწია არაერთმა ძალიან ეფექტურმა და სასარგებლო ხალხურმა რეცეპტმა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ნატურალური რძისა და ნივრის ნარევი. ამ ორი იაფი, ყველასათვის ხელმისაწვდომი პროდუქტის დახმარებით მარტივად არის შესაძლებელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი სერიოზული პრობლემის წინაარმდეგ ბრძოლა.

ჯერ კიდევ აბუ ალი იბნ სინა (ძველი ფილოსოფოსი, ექიმი და პოეტი), იგივე ავიცენა, ამბობდა, რომ ნიორი ბუნებისგან ბოძებული საჩუქარია კაცობრიობისთვის, რომელსაც მრავალი დაავადების განკურნება და მომაკვდავის ფეხზე წამოყენებაც კი შეუძლია. თანამედროვე სამეცნიერო კვლევებით ავიცენას ეს მოსაზრება არაერთხელ არის დამტკიცებული და დადასტურებული.

ნივრისა და რძის ნარევი

სამკურნალო ნარევის მომზადება ძალიან მარტივია, თქვენ დიდი დრო და ძალისხმევა არ დაგჭირდებათ.

  1. ჩაასხით ქვაბში 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) რძე და დადგით საშუალო ცეცხლზე.
  2. სანამ რძე დუღილს დაიწყებს, დააქუცმაცეთ ან დასრისეთ ნივრის 2 კბილი.
  3. მდუღარე მასაში ჩაამატეთ დასრესილი ნიორი, გამორთეთ ცეცხლი და ქვაბს დააფარეთ თავსახური.
  4. დააყოვნეთ ნარევი ამ მდგომარეობაში 10 წუთის განმავლობაში. ჯანმრთელობის ელექსირი მზად არის!
  5. მიირთვით ეს სასმელი კვირაში ერთხელ.

თუ რძისა და ნივრის ნარევს რეგულარულად მიირთმევთ, გათავისუფლდებით არაერთი პრობლემისგან: გაიწმენდთ მთელ სხეულს, მოამარაგებთ ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებთ, გაიძლიერებთ იმუნიტეტს, დაამარცხებთ ქრონიკულ დაღლილობას, შეიმცირებთ ქოლესტერინისა და შაქრის დონეს სისხლში, გაიწმენდთ ნაწლავებს დაგროვებული ტოქსინებისგან და წიდებისგან.