როგორ მოვამზადოთ ლიმონმჟავა საკუთარი ხელით, რომელიც ნებისმიერი დიასახლისისათვის შეუცვლელი პროდუქტია სახლის დალაგება-დასუფთავების დროს

661

ხელნაკეთი საწმენდი ხსნარების, პასტებისა თუ გელების  უამრავი რეცეპტი არსებობს. ძალიან ბევრი საწმენდი საშუალების საბაზისო ინგრედიენტია ძმარი. ბიუჯეტური პროდუქტი ეფექტურად უმკლავდება სხვასასხვა სახის დაბინძურებას და ძვირადღირებული კომერციული საშუალებების საუკეთესო ალტერნატივაა, მაგრამ აქვს  უარყოფითი თვისებაც, მძაფრი სუნი. ძმრით  გაწმენდის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში სახლში რჩება მძაფრი სუნი.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის საშუალებით მოამზადებთ ლიმონის ძმარს, სასიამოვნო არომატის საწმენდ საშუალებას, და გაგიზიარებთ ამ საოცარი კომბინაციის გამოყენების რამდენიმე მარტივ მეთოდს. მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს და არ  შეგაწუხებთ ძმრის მძაფრი სუნი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ძმარი (სასურველია 9%-იანი) 500 მლ
  • 2-3 ცალი დიდი ლიმონი
  • როზმარინი ან პიტნა 2-3 ღერი

მომზადების წესი:

  1. ლიმონი გაჭერით შუაზე და გამოწურეთ წვენი. წვენი გადაიტანეთ მინის ქილაში.
  2. ქილაში ჩაყარეთ ლიმონის ქერი და დაამატეთ როზმარინი.
  3. ძმარი გააცხელეთ (არ აადუღოთ), დაასხით ლიმონს და მოურიეთ. ქილა გაავსეთ, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გადაწურეთ და ლიმონის ძმარიც მზად არის.

მიიღებთ ეთერზეთებით გაჯერბულ სასიამოვნო არომატის  ძმარს. მიღებული აქტიური ნივთიერება უნდა იყოს გამოყენებული სწორი რაოდენობით.

1 წილი ლიმონის ძმარი გააზავეთ 2 წილ წყალში და გაწმინდეთ მაცივრი, მიკროტალღური ღუმელი, ღუმელი.

მინების გასაწმენდად 1 წილი ძმარი გააზავეთ 1 წილ წყალში. იგივე თანაფარდობა დაგჭირდებათ პლასტმასის ბოთლებისა და სხვა კონტეინერების გასაწმენდად, რომლებიც ასევე იწოვს სუნს.

ლიმონის ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხი მანქანის გასაწმენდად. ფინჯანი ძმარი შესახით ცარიელ დოლურაში და მანქანა ჩართეთ მაღალ ტემპერატურაზე.

ლიმონის ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ დაობებული ზედაპირის, ჭიქების, საჭრელი დაფების, ნაგვის ვედროსა და სხვა ნივთების გასაწმენდად.