ბრინჯის კვასს რეგულარულად ვამზადებ და ვსვამ. უკვე 1 წელზე მეტია, სახსრების ტკივილს არ შევუწუხებივარ

40352

როგორც ყველამ კარგად ვიცით, ცხოვრების მჯდომარე სტილს ძალიან უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენი ხერხემლის და სახსრების მდგომარეობაზე. სამწუხაროდ, დღესდღეობით ეს პრობლემა საკმაოდ ხშირია არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ იმ ახალგაზრდებშიც კი, რომელთაც ოფისში, კომპიუტერის წინ უწევთ მუშაობა.

ბრინჯის კვასი

თუ არ გსურთ, უკვე 30 წლის ასაკში სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატებით ორგანიზმის დაზიანება, რომელთათვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი, გირჩევთ, დახმარებისთვის დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილ ნატურალურ საშუალებას მიმართოთ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა ჯერ კრიტიკული არ არის.

დღეს წარმოგიდგენთ სააფთიაქო აბებისა და სხვადასხვა მალამოების არაჩვეულებრივ, ძალიან გემრიელ და მარტივ ალტერნატივას. ბრინჯის კვასი – სასმელი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის და მისი მომზადება საკმაოდ მარტივია.

ბრინჯის კვასი არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა ოსტეოქონდროზის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. მოცემული სასმელი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ამ სასმელს შესწევს ორგანიზმიდან ზედმეტი მარილებისა და ოქსალიუმის მჟავის გამოდევნის ძალა.

ინგრედიენტები:

  • 4 ს.კ. ბრინჯი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. ქიშმიში

მომზადება:

1. კარგად გარეცხეთ ბრინჯი, მოათავსეთ შესაბამისი ზომის ჭურჭელში და დაასხით 1 ლიტრი წყალი.

2. დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი შაქარი და 1 სუფრის კოვზი ქიშმიში, კარგად ამოურიეთ. დააყოვნეთ მიღებული მასა 4 დღე-ღამის განმავლობაში.

3. გადაწურეთ მიღებული სითხე ახალ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაუმკლავდებთ სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ბრინჯის კვასი მიირთვით ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 5 კვირა.

ბირნჯის კვასის რეგულარული მიღებიდან უკვე ხანმოკლე დროში ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება საგრძნობლად შემსუბუქდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი საერთოდ გაქრება.

იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობას!