ფეხის სოკო ხალხური რეცეპტებით მოვირჩინე, ჩემს მეგობრებსაც ვასწავლე და ბევრი მოვიმადლიერე!

0
33477

ზამთრობით ფეხები ხშირად მიოფლიანდებოდა და აუტანლად მექავებოდა. მერე და მერე ფეხის თითების ჭკნობაც დამეწყო. მეზობლად მცხოვრებმა ექიმმა მითხრა, ეს სოკოაო და რამდენიმე ხალხური რეცეპტიც მასწავლა. 1 – 2 დღეში უკეთესობა ვიგრძენი. მალე ქავილმა სულმთლად გამიარა და მას შემდეგ აღარც შევუწუხებივარ, მაგრამ ხალხური მედიცინით დავინტერესდი, დავიწყე ცოდნის გაღრმავება, ნაცნობ – მეგობრებზე უამრავი რეცეპტი გამოვცადე და ბევრი მოვიმადლიერე.

მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ:

  • აიღეთ 100 მლ სამედიცინო ( 90 გრადუსიანი ) სპირტი და 1 გრამი გლიცერინი, აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ ფეხის თითებში.
  • ერთი მუჭა ( 100 გრ ) კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ სამ ლიტრ ადუღებულ წყალში და როდესაც შეგრილდება, გაიკეთეთ ფეხის აბაზანა. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, ფეხი არ შეიმშრალოთ, აცადეთ, თვითონვე გაშრეს.
  • პიტნა დააქუცმაცეთ, შეურიეთ ცოტა სუფრის მარილი, ჩაიდეთ ფეხის თითებს შორის და ერთი საათი გაიჩერეთ.
  • ცივ წყალში ჩაყარეთ 1 ს/კ საჭმელი სოდა და ამდენივე მარილი, ჩაყავით ფეხები, მაშინვე ამოიღეთ და ჩაყავით სუფთა წყალში.
  • კარგად დაიბანეთ ტერფები და ჩაყავით კონცენტრირებულ ღვინის ძმარში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here