გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მოამზადებთ სოკოს უგემრიელეს და მადისაღმძვრელ მარინადს.
საჭირო ინგრედიენტები:
- ქამა სოკო 1 კგ
- წყალი 500-600 მლ
- მარილი 1 ს. კ.
- შაქარი 2 ს. კ.
- ვაშლის ძმარი 6 ს. კ.
- ზეთი 4 ს. კ.
- დაფნის ფოთოლი 3 ცალი
- შავი პილპილი 10 მარცვალი
- ნიორი 5-6 კბილი
ამზადებთ მარინადს: ნიორი დაჭერით ბრტყელ ნაჭრებად. საშუალო ზომის ქვაბში ჩაყარეთ დაჭრილი ნიორი, დაფნის ფოთლები, შავი პილპილის მარცვლები, მარილი, შაქარი. დაასხით ზეთი, ძმარი, წყალი და აურიეთ.
თუ გსურთ, რომ გემრიელი მწნილი გამოგივიდეთ აირჩიეთ საშუალო ან პატარა ზომის სოკოები, დიდი სოკოები კი გაჭერით შუაზე.
სოკო სათითაოდ ჩააწყვეთ მარინადში და ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე.
ადუღებისთანავე დაახურეთ ქვაბს ხუფი, ცეცხლს დაუწიეთ და ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.
მოამზადეთ სოკოს მარინადი და გემრიელად მიირთვით ან გამოიყენეთ სალათების მოსამზადებლად. ძალიან უხდება ხორციან კერძებს.