მოამზადეთ და მიირთვით დაფნის ჩაი სწორად. ის ჭარბი წონის ძლიერი მტერია

3862

დაფნისა და დარიჩინის ჩაი წონის კლების პროცესის მასტიმულირებელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ეს სასმელი აჩქარებს ცხიმის წვის პროცესს, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, გვაშორებს ცელულიტებს და ა.შ.

თუ თქვენი მიზანი მინიმალურ დროში ზედმეტი კილოგრამების მოშორება და სხეულის პრობლემურ ზონებზე ცხიმოვანი ფენების შემცირებაა, რეგულარულად მიირთვით დაფნისა და დარიჩინის ჩაი.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ნაყენის მომზადებისა და გამოყენების საოცრად მარტივ ინსტრუქციას. თუ იმოქმედებთ ზუსტად ამ ინსტრუქციის მიხედვით, პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს!

დაფნის ნაყენი წონის დასაკლებად

ინგრედიენტები:

  • 1 ლიტრი წყალი
  • დარიჩინის ერთი მთლიანი ჩხირი
  • დაფნის 5 ფოთოლი

აიღეთ შესაბამისი ზომის ჭურჭელი, ჩაასხით მასში 1 ლიტრი წყალი, მოათავსეთ დაფნის ფოთლები და ჩაყარეთ დაფქული დარიჩინი. ნარევი დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე და ხარშეთ დუღილის დაწყებიდან 15 წუთის განმავლობაში.

მზა სასმელი უნდა მიირთვათ 1 ჩაის ჭიქის ოდენობით ყოველ დილას, უზმოზე. როდესაც ნაყენი ამოგეწურებათ, მოამზადეთ ახალი ულუფა.

დაფნისა და დარიჩინის ჩაი გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, დაგიჩქარებთ მეტაბოლიზმს და გაწმენდს სხეულს დაგროვებული წიდებისგან.

კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დასაკლები კილოგრამების რაოდენობაზე, თუმცა ზომიერებისა და სიფრთხილის გამოჩენა ყოველთვის აუცილებელია, რადგან მოცემული სასმელისთვის რიგი უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენებია დამახასიათებელი.

დაფნის ჩაი უკუჩვენებითია:

  • ორსულობის დროს;
  • ბავშვის მკერდით გამოკვებისას;
  • მსხვილი ნაწლავის დაავადებების არსებობის შემთხვევაში;
  • თირკმლის უკმარისობისას;
  • კრონის დაავადების დროს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!