ხშირად, როდესაც თავს ცუდად ვგრძნობთ, შესაბამისი მიზეზის ძიების ნაცვლად, ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ და ვრჩებით მხოლოდ იმის იმედად, რომ ყველა ჩივილი უახლოეს მომავალში თავისით გაივლის. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა ამა თუ იმ პრობლემის მიმართ, შეიძლება აღმოჩნდეს დამღუპველი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
მაშინ, როდესაც ჩვენს თავს რაღაც რიგზე ვერ არის, ორგანიზმი ყოველთვის გვიგზავნის შესაბამის ნიშნებსა და სიგნალებს. აუცილებლად უგდეთ ყური ამ ნიშნებს და მიიღეთ შესაბამისი ზომები დროულად, რათა თავიდან აირიდოთ სერიოზული გართულებებები.
ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციისთვის დამახასიათებელი ნიშნები
1. ცუდი განწყობა
მაიოს კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი ხასიათის მკვეთრი ცვლილებები, გაღიზიანებადობა, მშფოთვარება, სტრესი და ა.შ.
2. ყაბზობა
თუ გაწუხებთ ხშირი ყაბზობა და მას ვერაფრით უმკლავდებით, პრობლემა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით შეიძლება იყოს განპირობებული.
3. გადაჭარბებული ძილი
თუ მიდმივად ძილიანობა გაწუხებთ და ლოგინიდან ფეხზე წამოდგომის სურვილი საერთოდ არ გაგაჩნიათ, აუცილებლად შეემოწმეთ ენდოკრინოლოგს.
4. თმის ცვენა და კანის გამოშრობა
კანის გამოშრობა, თმის დასუსტება და ცვენა, ქავილის მუდმივი შეგრძნება – ნიშნები, რომლებიც ჰიპოთირეოზზე მიგვითითებს.
5. წონის უეცარი მატება
რა თქმა უნდა, წონის მატება არაერთი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. იმ შემთხვევაში, თუ კვებაში ან ფიზიკურ აქტივობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეგიტანიათ, თუმცა წონას მაინც იმატებთ, აუცილებლად შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი.
6. ზედმეტი პასიურობა სექსუალურ ცხოვრებაში
ფარისებრი ჯირკვალი თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენს ინტიმურ ცხოვრებაში. როდესაც მისი ფუნქციონირება ირღვევა და შესაბამისი ჰორმონები საჭირო რაოდენობით აღარ გამომუშავდება, საგრძნობლად მცირდება ლიბიდოს დონე და მოთხოვნილება საპირისპირო სქესსთან ურთიერთობაზე.
7. კუნთების ტკივილები
თუ მოულოდნელად კიდურები გიბუჟდებათ და ყოველგვარი მიზეზის გარეშე პერიოდულად კუნთების ტკივილი გაწუხებთ თავს, შეემოწმეთ ენდოკრინოლოგს.
8. გრძნობთ გულის ფეთქვას ისე, როგორც არასდროს
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს სავსებით შესაძლებელია, იგრძნოთ გულის ფეთქვა იმდენად კარგად და გამოკვეთილად, როგორც არასდროს. თუ გულის ფეთქვას მაჯებზე, საფეთქლებთან ან კისერთან გრძნობთ, გაქვთ კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ არ გადადოთ ენდოკრინოლოგთან ვიზიტი.
კარგად დააკვირდით ამ ნიშნებს და მათი არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს. გახსოვდეთ, ცოდნა ყველაზე დიდი იარაღია! ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!