შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ბუასილის საწინააღმდეგო სამკურნალო მალამოს რეცეპტს.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თაფლი 1 ს. კ.
- პროპოლისი (დინდგელი) 10 გრ
- ზეითუნის ზეთი (ან მზესუმზირის ზეთი) 50 მლ
- ფუტკრის ცვილი (სანთელი) 50 გრ
მომზადების წესი:
- გამოყენებამდე პროპოლისი რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში, რადგან ცივის დაქუცმაცება ბევრად უფრო მარტივია.
- თაფლი მოათავსეთ ემალის ჭურჭელში, დაამატეთ დაქუცმაცებული პროპოლისი და მოურიეთ ხის კოვზით. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- მეორე ემალის თასში ჩაასხით 50 მლ ზეთი, დაამატეთ ფუტკრის ცვილი. თასი დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ ადუღებამდე. ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან და თბილს შეურიეთ თაფლისა და პროპოლისის ნარევი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი გლუვი მასა.
- ბუასილის საწინააღმდეგო ხელნაკეთი მალამო მზადაა. გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
გამოყენების წესი:
- მარლის ტამპონი გააჯერეთ მალამოთი და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. დაიტოვეთ მთელი ღამე.
- შეგიძლიათ მალამოსგან გააკეთოთ პატარა სანთელი. სანთელი გამოყენებამდე 20 წუთით ადრე შედეთ საყინულეში. დაიბანეთ თბილი წყლით და სანთელი ძილის წინ შეიდეთ ანუსში. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სრულ განკურნებამდე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!