ცელულიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ესთეტიკური პრობლემაა, რომელსაც აწყდებიან თითქმის ნებისმიერი ასაკისა და წონის ქალბატონები. კანქვეშ ცხიმოვანი ქსოვილების გადაჭარბებული დაგროვების გამო კანი ემსგავსება ფორთოხლის ქერქს და, სწორედ ამიტომ, ეძახიან ცელულიტს ,,ფორთოხლის კანს“.
ასე რომ, ,,ფორთოხლის კანისგან“ არავინაა დაზღვეული.
ცელულიტის საწინააღმდეგოდ უამრავი კოსმეტოლოგიური პროცედურა და საშუალება არსებობს როგორც კომერციული, ისე ხელნაკეთი, რომლებიც საშუალებას გაძლევთ ეფექტურად ებრძოლოთ ცელულიტს და გაიუმჯობესოთ კანის მდგომარეობა.
შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული ანტიცელულიტური საცხების რეცეპტებს, რომლებიც ამკვრივებს კანს, ანაზებს და ანიჭებს სიგლუვეს.
1. ყავის საცხი
ყავა ცელულიტის საწინააღმდეგოდ საუკეთესო პროდუქტია. შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს კანის მდგომარეობა. ყავის შემადგენლობაში შედის კოფეინი, ნაერთი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.
ცელულიტის საწინააღმდეგო საცხის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ყავა მეოთხედი ჩ. ჭ.
- ზეითუნის ზეთი 170 მლ
- შაქარი 300 გრ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მიიღებთ საკმაოდ სქელ და წებოვან მასას.
- მომზადებული მასა შეიზილეთ პრობლემურ კანზე და 10 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი.
- მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ყავის მასაჟი გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ.
2. ანტიცელულიტური კრემი ქოქოსის ზეთის საფუძველზე
ქოქოსის ზეთი ნატურალური დამატენიანებელი საშუალებაა, აღადგენს კანის სტრუქტურას. ანტიცელულიტური საშუალება აერთიანებს ქოქოსის ზეთს და ანტიოქსიდანტებით მდიდარ გრეიპფრუტსა და ლიმონს. საცხი ხელს უწყობს ლიმფური სისტემის სტიმულირებას, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონის ესენცია 7 წვეთი
- გრეიპფრუტის წვენი 1 ს. კ.
- ქოქოსის ზეთი 6 ს. კ.
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, მიიღებთ ერთგვაროვან პასტისებურ მასას.
იმისათვის, რომ საცხმა ღრმად შეაღწიოს კანის სტრუქტურაში წაისვით შხაპის მიღების შემდეგ. წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დაზიანეულ უბნებზე.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საცხი გამოიყენეთ კვირაში 3-4-ჯერ.
3. ანტიცელულიტური საცხი
როზმარინის ზეთიც მიეკუთვნება იმ ინგრედიენთტა ჩამონათვალს, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ცელულიტს, ამკვრივებს კანს და ანიჭებს სიგლუვეს.
მოცემული რეცეპტი აერთიანებს როზმარინის ზეთსა და ავოკადოს კურკას. სწორედ, ავოკადოს ეს ნაწილი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებსა და სხვა აუცილებელ საკვებ ნივთიერებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინრედიენტები:
- როზმარინის ზეთი ცოტა
- ავოკადოს 1 კურკა
- წყალი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ავოკადოს კურკა დაანაწევრეთ ჩაქუჩით და დაფქვით ყავის საფქვავში. ფხვნილს დაამატეთ წყალი და იმ რაოდენობის ზეთი, რომ მიიღოთ სქელი არაჟნის სისქის მასა.
- საცხი მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თეძოებზე, ბარძაყებზე, ფეხებზე. საცხი კარგად რომ შეიწოვოს კანმა, თან გაიკეთეთ მასაჟი.
4. ალოე ვერას ბაზაზე მომზადებული ანტიცელულიტური საცხი
ალოე ვერა ბუნებრივი ინგრედიენტია, რომელიც კვებავს, ატონიზირებს და აღადგენს კანს, სწრაფად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
მოცემული საცხი ეფექტურად ებრძვის ,,ფორთოხლის კანს“ და ანიჭებს ელასტიურობას.
საცხის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ალოე ვერას გელი 120-130 მლ
- შაქარი 1 ს. კ.
- ზეითუნის ზეთი 3 ს. კ.
მომზადებისა და მოხმარების წესები:
- ალოე ვერას ფოთლიდან გამოწურეთ გელი, დაამატეთ შაქარი, ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.
- დაიბანეთ და მომზადებული მასა შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე. 10 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საცხი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.