წლების განმავლობაში ვიტანჯებოდი ისეთი პრობლემისგან, როგორიც სუსტი და მტვრევადი ფრჩხილებია. ამ საშუალებამ ყველაფერი შეცვალა

350

თუ გსურთ, გქონდეთ ლამაზი, ჯანსაღი და გრძელი ფრჩხილები რეგულარულად იზრუნეთ მათზე. ფრჩხილების ზრდაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ბევრმა ფაქტორმა, ასაკმა, ჰორმონალურმა ცვლილებებმა, ჯანმრთელობის პრობლემებმა, მედიკამენტებმა და კვების ნაკლებობამ. პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას, ორგანიზმს უნდა მიაწოდოთ აუცილებელი ვიტამინები და მინერალები. გამოიყენეთ სპეციალური დამატენიანებელი კრემები, გაიკეთეთ სამკურნალო აბაზანები.

შემოგთავაზებთ უმარტივესი ინგრედიენტებით მომზადებული   სამკურნალო აბაზანების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით,   სახლის პირობებში, შეძლებთ პრობლემური, მყიფე და მტვრევადი ფრჩხილების მკურნალობას.

რეცეპტი N1

სუპერ აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნიორი 1 კბილი
  • ზეითუნის ზეთი 3-4 ს. კ.
  • 1 ცალი ფორთოხლის წვენი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ფორთოხლის წვენს დაამატეთ ზეითუნის ზეთი, დანაყილი ნიორი, კარგად აურიეთ და ჩაყავით თითები. გააჩერეთ 10-15  წუთი. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 2 კვირა.

რეცეპტი N2

თასში ჩაასხით ოდნავ ცხელი წყალი, დაამატეთ რამდენიმე წვეთი იოდი, ნახევარი ჩ. კ. მარილი (გამოიყენეთ ზღვის ან ჰიმალაის მარილი). შეგიძლიათ მარილი ჩაანაცვლოთ სოდით. მომზადებულ აბაზანაში ჩაყავით თითები და გააჩერეთ წყლის გაგრილებამდე.