ჭარხლის ეს ნაყენი ბოლომდე გაწმენდს სისხლძარღვებს, გაგიჯანსაღებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას და დაგირეგულირებთ წნევას.
რეცეპტი, რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრებთ, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლოს ხალხურ მედიცინაში. ყველაზე ხშირად მას სწორდ ჰიპერტონიის საკმურნალოდ და სისხლძარღვების ტონუსში მოსაყვანად, მათთვის მოქნილობისა და ელასტიკურობის შესანარჩუნებლად იყენებენ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ნაყენი ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუ თქვენ ჰიპერტონიკი ხართ ან გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, გირჩევთ, აუცილებლად მიიღოთ ჭარხლის ნაყენი.
ჭარხლის ნაყენი სისხლძარღვების გასაწმენდად
დაგჭირდებათ:
- 2 საშუალო ზომის ჭარხალი
- 3 ლიტრიანი მინის ქილა
- დაახ. 3 ლიტრი ანადუღარი და გაფილტრული წყალი
- 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი
ინსტრუქცია:
- კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ კანისგან და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად ჭარხალი.
- 3 ლიტრიანი ქილა ნახევრამდე შეავსეთ ანადუღარი წყლით, ჩაყარეთ მასში ჭარხალი და ფრთხილად ამოურიეთ.
- ცალკე ჭურჭელში მცირე რაოდენობით წყალში კარგად გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი და შემდეგ ჩაამატეთ ის ნარევში.
- ქილა ბოლომდე შეავსეთ წყლით, კიდევ ერთხელ ფრთხილად ამოურიეთ და ნახევრად დააფარეთ თავსახური, რათა შიგთავსს ოდნავ ჰაერი მოხვდეს.
- დააყოვნეთ ის ოთახის ტემპერატურაზე 7 დღე-ღამის განმავლობაში.
- ნაყენი თავზე გაიკეთებს ქაფისებრ მასას, რომელიც კოვზით ფრთხილად უნდა მოაშოროთ (ის არ დაგვჭირდება).
- როდესაც ზედმეტ მასას მოაშორებთ, გადაწურეთ სითხე ახალ ქილაში. გადაწურვის პროცესში რამდენჯერმე შეანჯღრიეთ.
- ამ ნაყენის მიღების დაწყებისას მაშინვე უნდა მოამზადოთ მეორე, ახალი ულუფა. საერთო ჯამში დაგჭირდებათ 3 ულუფა, რომელიც გეყოფათ 1 თვე, ანუ მთელი კურსი.
ყოველ დილას, გაღვიძებისთანავე მიირთვით ჭარხლის ნაყენი დაახლოებით 1 ჩაის ჭიქის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე. ამ დროში თქვენ ბოლომდე გაიწმენდთ სისხლძარღვებს, გაიჯანსაღებთ გულს, დაირეგულირებთ წნევას და არა მხოლოდ…
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!
ვიდეო დეტალური ინსტრუქციით: