კიტრის ლოსიონი ჩემი და ჩემი მეგობრებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. გამოეთხოვეთ ლაქებს და დაუბრუნეთ კანს სიგლუვე

328

იმისათვის, რომ გქონდეთ რბილი და ხავერდოვანი კანი, თანაბარი ტონალობით და ლაქების გარეშე აუცილებლად გამოიყენეთ თქვენი ხელით მომზადებული კიტრის ლოსიონი. ზაფხულის ცხელ დღეებში ნატურალური ლოსიონი კანისთვის ნამდვილი მაშველია.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ნახევარი კიტრი გახეხეთ და გამოწურეთ წვენი. 50 მლ კიტრის წვენს დაამატეთ 10 წვეთი E ვიტამინი და 20 მლ არაყი. ლოსიონი გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 1-2 კვირა.

მომზადებული ლოსიონით სახე გაიწმინდეთ დილა-საღამოს და დაიტოვეთ, არ ჩამოიბანოთ. მდგრადი შედეგისთვის გამოიყენეთ მინიმუმ 2 კვირა.