აბუსალათინის ზეთი მხოლოდ კოსმეტიკური პროდუქტი როდია. 14 პრობლემა, რომელსაც ის სწრაფად გაუმკავდება

2750

აბუსალათინის ზეთი – ქალბატონების დიდი ნაწილისთვის საყვარელი პროდუქტი, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს თმაზე. გარდა თმის ზრდის პროცესის სტიმულირებისა და მისი გაჯანსაღებისა, აბუსალათინის ზეთი გამოირჩევა კიდევ არაერთი უპირატესობით.

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ამ უებარი საშუალების გამოყენების 14 მეთოდის შესახებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება!

როგორ და რა შემთხვევაში გამოვიყენოთ აბუსალათინის ზეთი? 

1. თუ ჭრილობებსა და წყლულებს აბუსალათინის ზეთით რეგულარულად დაიმუშავებთ, მათი შეხორცების პროცესი საგრძნობლად დაჩქარდება.

2. 4 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად დაიმუშავეთ მეჭეჭები აბუსალათინის ზეთით, რათა ეს წამონაზარდები თავისით, აბსოლუტურად უმტკივნეულოდ მოგძვრეთ.

3. თუ ფეხების კანი გაგირქოვანდათ და გაგიჩნდათ კოჟრები, კარგად დაიმუშავეთ ფეხისგულები აბუსალათინის ზეთით. რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში თქვენი კანი ისეთი გლუვი და ნაზი იქნება, როგორც არასდროს!

4. დაიმუშავეთ ამ ზეთით წამწამები და თმა, რათა მათი ზრდის პროცესი რამდენჯერმე დააჩქაროთ.

5. ქერტლი სამუდამოდ რომ მოიშოროთ, მოამზადეთ და გამოიყენეთ შემდეგი ნარევი: 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი დაუმატეთ 2 სუფრის კოვზ გულყვითელას ნაყენს და მიღებული მასა კარგად შეიზილეთ თავის კანში. 20-30 წუთის შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნით.

6. კონიუქტივიტის დროს აბუსალათინის ზეთს იწვეთებენ ორივე თვალში თითო წვეთის ოდენობით, დღეში 2-ჯერ.

7. გაციებითი დაავადებების დროს გულ-მკერდის არე კარგად დაიმასაჟეთ აბუსალათინის ზეთით. უსიამოვნო სიმპტომები ძალიან მალე გაქრება!

8. თუ მუცლის ქვედა ნაწილში აბუსალათინის ზეთის კომპრესს დაიმაგრებთ, ხანმოკლე დროში გათავისუფლდებით მტკივნეული მენსტრუაციული ციკლისგან.

9. რეგულარულად დაიმუშავეთ პიგმენტური ლაქები აბუსალათინის ზეთით, რათა ხანმოკლე დროში ისინი ნაკლებად შესამჩნევი გახდეს, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი – ბოლომდე გაქრეს.

10. თუ ფეხებსა და სახსრებს აბუსალათინის ზეთით რეგულარულად დაიმასაჟებთ, ტკივილისა და დისკომფორტის უსიამოვნო შეგრძნება აღარ შეგაწუხებთ.

11. თვალების გაღიზიანებისა და სიწითლის მოსახსნელად აბუსალათინის ზეთს ორივე თვალში 1 წვეთის ოდნეობით იწვეთებენ. ეს მეთოდი დაგიცავთ კატაქაქტის განვითარებისგანაც.

12. თავის კანისა და თმის რეგულარულად დამუშავება აბუსალათინის ზეთით – საუკეთესო საშუალება სიმელოტის წინააღმდეგ.

13. აბუსალათინის ზეთს იღებენ დილის საათებში 1 კოვზის ოდენობით, რათა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, ყაბზობა და მუცლის შებერილობა წარსულში დარჩეს.

14. როგორც მოგეხსენებათ, აბუსალათინის ზეთისთვის მსუბუქი საფაღარათო ეფექტია დამახასიათებელი. მიირთვით ის ყოველ დილას ერთი ჩაის კოვზის ოდენობით, რათა წონის კლების პროცესი საგრძნობლად დააჩქაროთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. ირზუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!