ორცხობილები გამაფხვიერებლისა და კვერცხის გარეშე. ისეთი ნაზია, პირში დნება

669

ჩაიკითხავთ ინგრედიენტების ჩამონათვალს და შეიძლება გაგიკვირდეთ, რა უნდა გამოვიდეს უკვერცხოდ, გამაფხვიერებლის ან  სოდის გარეშე. აუცილებლად ცადეთ, მოამზადეთ და ისიამოვნეთ უგემრიელესი, ფხვიერი, ნაზი ორცხობილებით.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 250 გრ
  • შაქრის ფხვნილი 1 ჩ. ჭ.
  • ზეთი 80 მლ
  • სახამებელი 4 ს. კ.
  • ფქვილი 3,5 ჩ. ჭ.
  • ვანილის შაქარი 10 გრ

მომზადების წესი:

  1. ღრმა თასში მოათავსეთ დარბილებული კარაქი, დამატეთ ნახევარი ჩ. ჭ. შაქრის ფხვნილი, ზეთი და დააბლენდერეთ ან ათქვიფეთ მიქსერით.
  2. თანდათან დაამატეთ სახამებელი, 1 ჩ. ჭ. ფქვილი და კარგად აურიეთ. შემდეგ ამატებთ კიდევ 1 ჭიქა ფქვილს და ურევთ კოვზით.
  3. სამუშაო ზედაპირზე დაყარეთ 1 ჭიქა ფქვილი და გადმოიტანეთ ცომი. ზელთ ხელით და ნაწილ-ნაწილ ამატებთ დარჩენილ ფქვილს.
  4. მომზადებული ცომი გაყავით  სამ ნაწილად. თითოეული ნაწილისგან გამოხელეთ მრგვალი გრძივი გუნდები და დაჭერით რგოლებად.
  5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ორცხობილები თანაბრად გაანაწილეთ.
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
  7. ორცხობილები გადმოიტანეთ ლანგარზე და ცხელს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

ორცხობილები გამოდის ძალიან ნაზი, ფხვიერ და საოცრად გემრიელი. თუ კარაქს ჩაანაცვლებთ მარგანინით, მოამზადებთ სამარხვო ორცხობილებს.

გემრიელად მიირთვით!