როგორ მოვიშოროთ დეკოლტის ზონაზე გაჩენილი ნაოჭები მინიმალურ ვადაში

37865

დეკოლტის ზონაზე ნაოჭების გაჩენა – დაბერების პროცესის თანმხლები ბუნებრივი მოვლენა, რომელიც უარყოფითდ მოქმედებს ჩვენს თვითშეფასებაზე.

რა თქმა უნდა, არსებობს არაერთი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც ამ ნაოჭების გაგლუვებაში და მოშორებაში გვეხმარება, თუმცა ამ საშუალებებს ბიუჯეტურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თანამედროვე კოსმეტიკური პროდუქციის დიდი ნაწილი მავნე ქიმიური ნივთიერებებითაა გაჟღენთილი.

სწორედ ამ მიზეზების გამო, გირჩევთ, არჩევანი არა ქიმიურ პროდუქციაზე, არამედ ნატურალურ საშუალებებზე შეაჩეროთ, რომელთა ეფექტურობა ეჭვგარეშეა! როგორც უკვე ავღნიშნეთ, ნაოჭების გაჩენა დაბერების პროცესის თანმხლები მოვლენაა და უკავშირდება კოლაგენის გამომუშავების შემცირებას.

გარდა ამ მიზეზისა, დეკოლტის ზონაზე ღრმა ნაოჭების გაჩენა შეიძლება განაპირობოს არასწორ პოზაში ძილმა, ზედმეტად მჭიდრო ტანსაცმლისა და ბიუსტჰალტერის ტარებამ, სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და ა.შ.

როგორიც არ უნდა იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზი, ჩვენი დღევანდელი ინსტრუქცია აუცილებლად დაგეხმარებათ. მხოლოდ ამ რეკომენდაციებითაა შესაძლებელი დეკოლტის ზონაზე გაჩენილი ნაოჭების გაგლუვება და საკუთარი თავის ვიზუალურად რამდენიმე წლით გაახალგაზრდავება.

როგორ მოვიშოროთ ნაოჭები დეკოლტის ზონიდან

1. აუცილებლად მიირთვით საკმარისი რაოდენობით სითხე

სხეულის სათანადოდ დატენიანება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნაოჭების გაჩენის პროფილაქტიკისთვის. მინიმუმამდე შეამცირეთ მაღაზიების დახლებზე შემოთავაზებული ტკბილი სასმელების მიღება, რათა თავიდან აირიდოთ ანთების განვითარება, რომელიც, თავის მხრივ, რამდენჯერმე აჩქარებს დაბერების პროცესს. მიანიჭეთ უპირატესობა სუფთა სასმელ წყალს, ბოსტნეულისა და ხილის ახლადგამოწურულ წვენებს.

2. კანის რეგულარულად დატენიანება

რეგულარულად გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები, რათა თავიდან აირიდოთ ნაოჭების გაჩენა. გამოცდილი დერმატოლოგები რეკომენდაციას უწევენ შემდეგ საშუალებას: გამოიყენეთ ქოქოსის ზეთის, ალოეს გელისა და E ვიტამინის ნაზავი ტანის ლოსიონის სახით, რათა მინიმალურ ვადაში ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდეს და კანი გადაიჭიმოს.

3. მასაჟი ზეთებით

კანის მასაჟი სხვადასხვა ზეთებით ერთ-ერთი საუკეთესო პროცედურაა ნაოჭების მოსაშორებლად და მათი გაჩენის პროფილაქტიკისთვის. რეგულარულად იკეთეთ მასაჟი დეკოლტის ზონაზე ქოქოსის ზეთის გამოყენებით, რათა გაიგლუვოთ ნაოჭები და დაუბრუნოთ კანს ტონუსი. შეგიძლიათ, ქოქოსის ზეთის ნაცვლად, არჩევანი ზეითუნისა და ნუშის ზეთზე შეაჩეროთ.

4. მიირთვით C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები

გარდა იმუნური სისტემის გაძლიერებისა, C ვიტამინს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს კანზე. იცოდით, რომ ეს ვიტამინი აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის? მიირთვით რაც შეიძლება დიდი რაოდენობით კივი, ტკივილი წიწაკა, კენკრა, ციტრუსები და C ვიტამინით მდიდარი სხვა პროდუქტები, რათა საიმედოდ დაიცვათ თავი ნაოჭების გაჩენისგან.

5. კიტრის წვენი

მოამზადეთ ფაფისებრი მასა ერთი დიდი ზომის კიტრისგან, დაუმატეთ მცირეოდენი კარტოფილის სახამებელი და შეიზილეთ ეს მასა დეკოლტის ზონაში. თუ ამ პროცედურას ყოველ საღამოს, დაძინების წინ ჩაიტარებთ, მინიმალურ ვადაში ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

6. ძილის სწორი პოზა

მაქსიმალურად მოერიდეთ მუცელზე ან გვერდზე წოლას – ასე კიდევ უფრო გაამწვავებთ პრობლემას! ყოველთვის შეეცადეთ, იწვეთ ზურგზე ძილის დროს, რათა ნაოჭები დეკოლტის ზონაზე კიდევ უფრო მეტად არ გაღრმავდეს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!