საკვერცხის კისტის 6 სიმპტომი, რომელთა უგულებელყოფა ძვირად დაგიჯდებათ

1757

საკვერცხის კისტა რეპროდუქციული სისტემის მუწუკებივითაა. ეს სითხით ან ქსოვილით სავსე ტომრები საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, თუმცა, ჩვეულებრივ, სერიოზულ გართულებებს არ იწვევს.

ოვარული კისტების უდიდესი ნაწილი კეთილთვისებიანი, ფოლიკულური კისტაა, რომელიც ჩნდება და ქრება თავისი ციკლის მიხედვით და არ მოითხოვს დაკვირვებასა და მკურნალობას. თუმცა, ქალთა 20%-ს აწუხებს კისტა, რომელიც არ ქრება დამოუკიდებლად და, შესაძლოა, ქირურგიულ ჩარევას მოითხოვდეს.

ესაა ამონარიდი დოქტორი ტარანეჰ შირაზიანის, ნიუ-იორკის ლანგონის კლინიკის გინეკოლოგის განცხადებიდან ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში.

ოვარული კისტის სიმპტომთა დიდი ნაწილი ემთხვევა სხვა გინეკოლოგიურ პრობლემებსაც, მათ შორის, საშვილოსნოს ფიბრომასა და პმს-საც კი.

თუ ეს 6 სიმპტომი შენიშნეთ, ნუ უგულებელყოფთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს!

1. გაქვთ მენჯის ტკივილი, რომელიც არ ნელდება

ოვარული კისტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია მენჯის ქვედა ნაწილის ტკივილი, სწორედ იქ, სადაც საკვერცხეებია. თუ სადღაც დიდი ზომის წამონაზარდია, ამას აუცულებლად იგრძნობთ. შესაძლოა, ტკივილი სქესობრივი კავშირის ან ვარჯიშის დროსაც იგრძნოთ, თუმცა, იგი მხოლოდ სპეციფიკურ ადგილზეა ლოკალიზებული. თუ ტკივილი რეგულარულია, მიმართეთ ექიმს.

2. მეტეორიზმი კონტროლს აღარ ექვემდებარება

შებერილობა ნამდვილად ხშირი მოვლენაა, თუმცა, ის შეიძლება ოვარულ კისტაზე მიუთითებდეს. მისი ზომა დამოკიდებულია კისტების ზომასა და რაოდენობაზე. ქალთა უმრავლესობას 10 სმ-ზე უფრო პატარა კისტები აქვთ, თუმცა, ზოგი მათგანი დიდ ზომებსაც აღწევს(მაგალითად, საზამთროს ზომას). შესაძლოა, ქალები ამას წონაში მატებას მიაწერდნენ, თუმცა, მუცლის ტკივილი და მეტეორიზმი მუცლის ღრუში რაღაც მასის ზრდის შედეგი შეიძლება იყოს. თუ წონა მხოლოდ მუცელზე გემატებათ, ან ვერ ხვდებით, თუ რატომ ხდება ასე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

3. მუდმივად ფიქრობთ, რომ მეტისმეტად ბევრი ჭამეთ

საშვილოსნოს ფიბრომას მსგავსად, საკვერცხის კისტასაც შეუძლია მუცლის ღრუში სიმძიმის გამოწვევა. კისტა არის მასა, იგი იკავებს დიდ ადგილს, რის გამოც ზეწოლას გრძნობთ. თუ თქვენი საპირფარეშოს ჩვევები წესრიგშია, თუმცა ეს შეგრძნებები 2-3 კვირის მანძილზე შენარჩუნდება, ღირს ექიმთან კონსულტაციის გავლა.

4. მუდმივად გაქვთ მოშარდვის სურვილი (თუმცა ყოველთვის არ შარდავთ)

კისტის კიდევ ერთი სიმპტომია მოშარდვის საშინელი, გამუდმებული სურვილი. თუ კისტა შარდის ბუშტთან ახლოსაა, მუდმივად გაქვთ ეს შეგრძნება ან მოშარდვა გიჭირთ, რადგან კისტა ბლოკავს მილებს. შარდის პრობლემების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.

5. ტკივილი სექსის დროს

თუ პენეტრატული სექსი გაქვთ და მენჯებში ტკივილს რიგ-რიგობით გრძნობთ, შესაძლოა, საკვერცხის კისტა გქონდეთ. ზოგიერთი კისტა, როგორც კი იზრდება, ვარდება საშვილოსნოს უკან და ხვდება მის ყელთან, ამიტომ არაა გამორიცხული ტკივილის შეგრძნება სექსის დროს.
ენდომეტრიომასაც შეუძლია სექსის დროს ტკივილის გამოწვევა, რადგან ისიც საშვილოსნოს ყელთან მდებარეობს.
ნუ მოითმენთ მტკივნეულ სექსს, მიმართეთ გინეკოლოგს!

6. წელის ან ფეხის ტკივილი

მენჯებში საკმარისი ადგილი არაა ხოლმე, ამიტომ, როცა კისტა იზრდება, აწვება ახლომდებარე ნერვებს და, შესაძლოა, ფეხის ან ზურგის ტკივილი გამოიწვიოს.თუ თქვენი ექიმი ვერ იგებს საჯდომის ტკივილის მიზეზს, გამოიკვლიეთ საშვილოსნო და საკვერცხეები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!