მიირთვით ეს არომატული სკრაბი ყოველ დილას, რათა მსხვილი ნაწლავიდან კილოგრამობით მავნე ნარჩენი გამოდევნოთ

8183

არაჯანსაღი კვებისა და მავნე ჩვევების შედეგად ჩვენს მსხვილ ნაწლავში კილოგრამობით ტოქსინი და მავნე ნარჩენი შეიძლება დაგროვდეს, რაც წარმოადგენს საფრთხეს მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის.

როდესაც ნაწლავები ბინძურდება, ჩვენს სხეულში საოცარი ტემპითა და სისწრაფით მრავლდებიან სოკოები და სხვა პათოგენური მიკროორგანიზმები, სისხლი იწამლება, ზიანდება ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა უჯრედი და სისტემა, ქვეითდება შინაგანი ორგანოების მუშაობა და ა.შ.

პათოგენური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში, პირდაპირ ისახება ჩვენი კანის მდგომარეობაზე. წყლულები, გამონაყარი, აკნე, კანის ზედმეტად გამოშრობა, აქერცვლა – ყოველივე ეს დაბინძურებული მსხვილი ნაწლავის შედეგია.

როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები

თქვენ მარტივად გაართმევთ თავს ამ დავალებას დამოუკიდებლად, სახლის პირობებში. მიირთვით მაქსიმალურად ხშირად უჯრედისით მდიდარი პროდუქტები, გაამდიდრეთ ყოველდღიური კვების რაციონი ნედლი ბოსტნეულითა და ხილით, მაქსიმალურად მოერიდეთ თეთრ ფქვილს და სახამებლის შემცველ პროდუქტებს.

გარდა ამ რეკომენდაციების გათვალისწინებისა, არსებობს ერთი ნატურალური საშუალება, რომელიც ბოლომდე წმენდს ნაწლავებს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან, აღადგენს ჯანსაღ მიკროფლორას და ეხმარება მსხვილ ნაწლავს საათივით გამართულად მუშაობაში.

ინგრედიენტები:

  • 3 ს.კ. სელის თესლი
  • 0,5 ჩაის ჭიქა შვრიის მარცვლები (არა ფანტელები)
  • 10 ცალი მარწყვი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ერთი მუჭა შავი მოცხარით ან ჟოლოთი)
  • 1 ვაშლი ან მსხალი
  • ისპანახის 3-4 ფოთოლი
  • 150 მლ წყალი

ინსტრუქცია: 

  1. საღამოს საათებში შვრიის მარცვლებს დაასხით 100 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი და დააყოვნეთ მაცივარში მთელი ღამით.
  2. დარჩენილ 50 მილილიტრ წყალში ჩაალბეთ 3 სუფრის კოვზი სელის თესლი და, შვრიის მსგავსად, დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით.
  3. დილით, გაღვიძებისას ორივე პროდუქტი მოცულობაში საგრძნობლად გაზრდილი იქნება. ორივე ნაყენი (თავის სითხიანად) მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ ყველა დარჩენილი ინგრედიენტი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. როგორც კი სასმელი გამზადდება, მაშინვე მიირთვით ის. ამ საშუალების მიღებიდან 30-40 წუთის შემდეგ ისაუზმეთ.

მიიღეთ ეს საშუალება ყოველ დილას 1 კვირის განმავლობაში. ამ დროში თქვენ ბოლომდე გაიწმენდთ ნაწლავებს დაგროვებული ტოქსინებისგან, წიდებისგან და სხვა მავნე ნარჩენებისგან. ეს სასარგებლოდ აისახება არა მხოლოდ თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე, არამედ გარეგნობაზეც კი.

გახსოვდეთ, რეგულარულად მსხვილი ნაწლავის გაწმენდაზე ზრუნვა საკმაოდ მნიშვენლოვანია, რათა შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, სიმხნევე და სილამაზე მრავალი წლით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ სტატია. გისიურვებთ ჯანმრთელობას!