კოკა-კოლა და საყოფაცხოვრებო პრობლემები. სახლში ყველაფერი სისუფთავისგან იბრწყინებს!

11514

კოკა-კოლა დიასახლისების დამხმარე და მარჯვენა ხელია. ამბობენ, რომ ტკბილი სასმელი აშორებს ჟანგს, ნადებს, ცხიმებს, ჭვარტლს. ძნელი დასაჯერებელია, რომ ბავშვების საყვარელი სასმელი ასეთი აგრესიულია.

შემოგთავაზებთ კოკა-კოლას ბაზაზე მომზადებული უნივერსალური საწმენდი საშუალების რეცეპტს და გაგიზიარებთ მისი გამოყენების რამდენიმე გზას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნახევარი ლ კოკა-კოლა
  • კბილის პასტა (ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი)

ინსტრუქცია:

სასმელი ჩაასხით ორლიტრიან ბოთლში, დაამატეთ კბილის პასტა, დაახურეთ სპრეი თავსახური და შეანჯღრიეთ. მიიღებთ ქაფიან სითხეს.

ჩაიდანი

თუ გსურთ, თქვენი ალუმინის ჩაიდანი ახალივით პრიალებდეს,    მომზადებული სითხე მიასხურეთ დაბინძურებულ ზედაპირს და  გაწმინდეთ ღრუბლით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რთულად მისადგომ ადგილებს. თასში ჩაასხით ადუღებული წყალი და   ცოტა ხნით ჩადეთ ჩაიდანი. შემდეგ გარეცხეთ და კარგად შეამშრალეთ, ლაქები რომ არ დარჩეს.

უნიტაზი

უნიტაზის ზედაპირზე ბლომად მიასხურეთ მომზადებული სითხე და გაარჩერეთ 5-10 წუთი. შემდეგ გაწმინდეთ ჯაგრისით. თუ პირველ ჯერზე ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, აუცილებლად გაწმინდეთ კიდევ ერთხელ.

გაზქურა

კოკა-კოლას ბაზაზე მომზადებული სითხის საშუალებით შეძლებთ გაზქურის ზედაპირის ცხიმის ნადებისა და ლაქებისგან გაწმენდას. სითხე მოასხით გაზქურის დაბინძურებულ ზედაპირზე და ცხიმის დასარბილებლად გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ გაწმინდეთ ღრუბლით.

ნიჟარა

შეგიძლიათ უნივერსალური სითხის საშუალებით გააპრიალოთ ნიჟარა. სითხე მიასხურეთ დაბინძურებულ ზედაპირზე, გააჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ გააპრიალეთ ღრუბლით.

დამეთანხმებით, პოპულარულ სასმელზე დაფუძნებული ხელნაკეთი საშუალება ამტკიცებს, რომ უნდა მოერიდოთ კოკა-კოლას დალევას. საყოფაცხოვრო პრობლემების გადასაჭრელად კი აქტიურად გამოიყენეთ.