კანალიზაციის მილების დაცობა და უსიამოვნო სუნი აღარასდროს შეგაწუხებთ, თუ ამ მარტივ პროცედურას ჩაატარებთ

37828

კანალიზაციის მილების დაცობა – საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირი სწორედ იმ სახლებშია, სადაც კანალიზაციისა და გათბობის ძველი სისტემები აყენია. მაგალითისთვის, ჩემი ბებია, რომელიც ”ხრუშოვკის” ტიპის ბინაში ცხოვრობს, საკმაოდ დიდი ხანი უშედეგოდ ებრძოდა ამ პრობლემას. ის კვირაში მინიმუმ 1-ხელ მიმართავდა სანტექნიკოსს დახმარებისთვის.

საშინელი სუნი, მილების ხშირი დაცობა, სითხის გაჟონვა კანალიზაციის მილიდან – რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი საშინელება? სამწუხაროდ, ეს პრობლემა უამრავი ოჯახისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამოყენების მიუხედავად, ბებიამ ვერაფრით შეძლო პრობლემის გადაჭრა. მოგვიანებით მას ერთმა კარგმა მეგობარმა გასაოცარი ხრიკის შესახებ უამბო. ეს ხრიკი ბებიის ყველა მცდელობაზე გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა.

გაგიკვირდებათ, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა მინიმალური ძალისხმევით არის შესაძლებელი მხოლოდ იმ პროდუქტების დახმარებით, რომლებიც თითოეულ ოჯახში მოიპოვება.

როგორ გავწმინდოთ კანალიზაციის მილი?

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 250 გრამი საკვები სოდა;
  • 100 გრამი დისტილირებული თეთრი ძმარი;
  • 2,5 ლიტრი ცხელი წყალი.

ინსტრუქცია:

1. შეათბეთ ან აადუღეთ თეთრი ძმარი ჩაიდანში.

2. ჩაყარეთ კანალიზაციის მილში 250 გრამი საკვები სოდა და უცბად ჩაასხით მდუღარე თეთრი ძმარი.

3. თეთრი ძმრის ჩასხმის შემდეგ თქვენ მყისიერად უნდა დააცოთ მილი ძველი ქსოვილით. ძმარსა და სოდას შორის დაიწყება ქიმიური რეაქცია, რომელსაც შეუძლია კანალიზაციის მილის გაწმენდა.

4. მოითმინეთ დაახლოებით 30 წუთით. პარალელურად აადღეთ 2,5 ლიტრი წყალი. მოცემული დროის გასვლის შემდეგ ჩაასხით მდუღარე წყალი უშუალოდ კანალიზაციის მილში. შეეცადეთ, რომ მდუღარე წყალი არ შეეხოს უნიტაზის კედლებს.

თუ პირველივე პროცედურამ სასურველი შედეგი ვერ მოგცათ, გაიმოერეთ ის მომდევნო დღესაც. ეს ყველაზე იაფი და ამავდროულად ძალზედ ეფექტური მეთოდია დაცობილი მილების გასაწმენდად.