მოამზადეთ და მიირთვით ბანანის ჩაი. ის დაგიმშვიდებთ ნერვებს და დაგავიწყებთ გათენებულ ღამეებს

1150

საწოლში მრავალსაათიანი ტრიალის შემდეგ ათვითცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ მაღვიძარას დარეკვამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი – აბსოლუტურად ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დამდგარა ამ უსიამოვნო მომენტის წინაშე.

თუ ამ უსამოვნო მოვლენამ ქრონიკული სახე მიიღო და უკვე ყოველ საღამოს დაძინება ძალიან გიჭირთ, აუცილებლად მიიღოთ საჭირო ზომები დროულად, რათა თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობს დაზიანება. როგორც მოგეხსენებათ, ძილი უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური პროცესია და მისი რეჟიმის დარღვევას სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

თუ მოცემული პრობლემა თქვენთვისაც კარგად ნაცნობია, აუცილებლად ცადეთ ბანანის ჩაი. ის დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას და შეგიწყობთ ხელს ხარსიხიანად გამოძინებაში.

ბანანის ჩაი უძილობის წინააღმდეგ

ბანანის ჩაი არა მხოლოდ საოცარი ეგზოტიკური არომატის მქონე სასმელი, არამედ ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც არეგულირებს სისხლის წნევას, მაგნიუმს, რომელიც ადუნებს კუნთებს და ვიტამინს B6-ს, რომელიც ამშვიდებს მთელ ნერვულ სისტემას და ამზადებს ჩვენს სხეულს გამოძინებისთვის.

რეცეპტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი დარიჩინია, რომელიც არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.

ინგრედიენტები 2 პორციისთვის: 

  • 2 ბანანი
  • 2 მწიკვი დარიჩინი
  • 600 მლ წყალი

მომზადება:

  1. მდუღარე წყალში მოათავსეთ ორივე ბანანი (კანგაცლილი). ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთით.
  2. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, დაუმატეთ დარიჩინი, დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ 5 წუთით.
  3. გადაწურეთ სითხე ფინჯანში. გემრიელად მიირთვით!
  4. მოხარშული ბანანები შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე დილას გემრიელი საუზმის მოსამზადებლად.

იმისათვის, რომ შეამზადოთ ორგანიზმი ძილისთვის, დაწოლამდე 1 საათით ადრე მოშორდით ტელევიზორსა და ტელეფონებს. საყვარელი წიგნი ან დამამშვიდებელი მუსიკა – ის, რაც საღამოს საათებში ყველაზე მეტად გჭირდებათ!

მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი სტატია? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!