სტომატოლოგი მეგობრის იოლი ტექნიკა ნადებისა და უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, ღრძილების გასაჯანსაღებლად და ა.შ.

40089

პირის ღრუს ჰიგიენა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც. თუ გვსურს, თავიდან ავირიდოთ ორგანიზმში ტოქსინების დაგროვება და მავნე ბაქტერიების შეჭრა, აუცილებელია პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დაცვა. სამწუხაროდ, უამრავი ადამიანისთვის პირადი ჰიგიენა მხოლოდ რეგულარულად კბილების გამოხეხვით შემოიფარგლება, რაც ნამდვილად არ არის საკმარისი…

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემის თავიდან ასარიდებლად, კბილის ემალიდან ყვითელი ნადების მოსაშორებლად, პირის ღრუში უსიამოვნო სუნის დასამარცხებლად, გინგვინიტისა და ღრძილების სხვა დაავადებების სამკურნალოდ, აუცილებლად გამოიყენეთ საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ.

პირის ღრუს გაჯანსაღება

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. საკვები სოდა;
  • ½ ჩ.კ. მარილი;
  • ½ ჩ.ჭ. (100 მლ) წყალბადის ზეჟანგი;
  • პირის ღრუს სავლები ანტისეპტიკი;
  • თბილი წყალი;
  • კბილი ჯაგრისი.

1-ლი ნაბიჯი:

საშუალო ზომის ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში მოცემული რაოდენობით საკვები სოდა და მარილი.

მიღებულ ნარევში ამოუსვით თბილი წყლით დასველებული, დატენიანებული ჯაგრისი.

შეუდექით კბილების ხეხვას. ყოველ 10 წამში ერთხელ გადმოაფურთხეთ ნარევი პირის ღრუდან. საერთო ჯამში მოცემული ნარევით კბილების ხეხვა უნდა [*]გაგრძელდეს 3-დან 5 წუთამდე.

მე-2 ნაბიჯი:

შეურიეთ ერთმანეთში ნახევარი ჭიქა წყალბადის ზეჟანგი და ნახევარი ჭიქა თბილი წყალი.

მიღებული ხსნარი ივლეთ პირის ღრუში 1 წუთის განმავლობაში.

გადმოაფურთხეთ და გამოივლეთ ნახევარი ჭიქა ცივი წყალი.

მე-3 ნაბიჯი:

ზემოთ აღწერილი ორი ნაბიჯის შემდეგ დროა შეუდგეთ კბილის ემალიდან ნადების მექანიკურად მოშორების პროცედურებს კბილის სპეციალური ძაფის გამოყენებით. გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა არ დაიზიანოთ ემალი და თავიდან აირიდოთ გაღიზიანება.

მე-4 ნაბიჯი:

პროცედურის მიწურულს რეკომენდირებულია პირის ღრუში სპეციალური ანტისეპტიკური სავლების გამოვლება (მაგ: ლისტერინი), რათა ხანგრძლივი დროით შეინარჩუნოთ მიღებული შედეგი.

რეკომენდირებულია წარმოდგენილი პროცედურის ჩატარება კვირაში ან ორ კვირაში 1-ხელ.